ქალაქში, სადაც მწვანე ნავალებით დადის როდენბახის მელანქოლია და ღამის ძაღლებს თვალებით დააქვთ გადაშენების სევდა, გარდაიცვალა პოეტი, რომლის სულში გადასული იყო წმინდა ანგელოსის ეკლესიის ჟრუანტელი და იდუმალი […]
არის კრიზისიდან გამოსავლელ გზების ძიება. ნიშნები რკალიდან გიმოსვლისა თითქოს მოსჩანს: მიღება ეზოტერიული სიმვოლიკის. პოეზიაში ერთი მხრივ, და კოლექტივიზმის პათოსის მეორე მხრივ. საფრანგეთში გაუსმანსის და ანატოლ ფრანსის […]
არის სიმღერა: შორეული და უნაზესი. ო, არ გადავცვლი მას ვებერის… როსინის ხმაზე. ის ძვირფასია ოცნებისთვის ვით ოაზისი. არ ვიცი, რატომ მიალერსებს ეს სილამაზე. ვისმენ მას […]
დრამა-მისტერია სცენიური ხელოვნება უფრო კონსერვატიულია. ის ძნელად სტოვებს გაქვავებულ ფორმებს, თუ პოეზია, გაგებული ვიწროდ, მახარობელია ყოველთვის ეპოქის ახალი სტილის. თეატრი უფრო მიმღებია დამკვიდრებუღი ტემპის, რიტმის. საქართველოშიაც […]
ლადო მესხიშვილის დრო იყო ბრწყინვალე ეპოპეია ქართული თეატრის ცხოვრებაში. ლადოსთვის არ იყო სავალდებულო, ყოფილიყო უდიდესი არტისტი თავის დროის, რომ იგი მაინც დარჩენილიყო როგორც ზღაპარი ქართული თეატრის. […]
ვიგონებ იმ დროს, დროს სავსეს მადლით, ჩვენს დიდ ძმობაში გადაშლილ ქორფათ. მწვანნე ტალღებში როცა უკადრი გვემალებოდა მთვარე ოფოფი. სხვა ღამეებიც მახსოვს, როდესაც მთვარემ შუქი რომ შემომაფეთა, […]
„მადონა დეზერტირის ბაზარზე უსათუოდ თემაა ახალი“. ტიციან ტაბიძე როცა ვქურდობდი, მნახეს ბაზარში: და მაგზავნიან ახლა ციხეში. თითქოს ვიგრძენი: დამეცა ბრაზი, რომ მომაყარა მე მთვარემ ხრეში. […]