პაოლო იაშვილი – Page 34 – Blue Horns
February 28, 1916

უვერტჲურა

ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა, მივეცი კოცნა მებაღეს და… გაიღო კარი, მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა, მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!.. გავყვეთ სიმღერებს! […]
February 28, 1916

პირამიდებში

იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები, შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი […]
February 28, 1916

მე და კატა

ხშირია სიჩუმე ოთახის სტუმარი, წვიმის დროს მოვა და დილამდის დარჩება, ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი… ცისფერი ოთახი წითლად იფარჩება. მივდივარ ბუხართან; რა მინდა! რა ვიცი! ელავენ, თბებიან […]
February 28, 1916

მაგიჟებს სითბო

მაგიჟებს სითბო! ვერ ვიგუე ფარჩის საბანი. ჩემიდან   უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი, დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება ნელი, სავნებო გზაზე სიბნელეა არ სჩანს არავინ, სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი. […]
February 28, 1916

ექსპრომტი ი. გრიშაშვილს

ექსპრომტი ი. გრიშაშვილს   შუაღამე გადაცურდა და დრო დადგა ტურფა ძილის, მაგრამ მაინც ისევ გვსურდა ჩვენ მოსმენა გრიშაშვილის,   მაგრამ იგი გაუარდა და არ ვიცით – […]
February 27, 1916

იოსებ გრიშაშვილს

ძვირფასო სოსო! შენი წერილი დღეს გადმომცეს. გმადლობ ფერად სიტყვებისთვის. ბევრი საოცრება დასწერეს ჩვენ წინააღმდეგ, უფრო მეტი სთქვეს და ამბობენ, მაგრამ უკვდავია ჩვენი სურვილი საქართველოს გაცოცხლებისა და […]
February 27, 1916

იოსებ გრიშაშვილს

ძვირფასო სოსო! რად გაჩუმდი? მაპატიე, რომ ვეღარ დაგიცადე ჭიათურაში. საინტერესო ნაცნობები შემხვდენ და ვეღარ დავრჩი. გრიგოლს ვწერ გაზეთის შეასხებ, მალე გამოვა შენ იცი, რა კარგ ლექსებს […]
February 27, 1916

იოსებ გრიშაშვილს

ძვირფასო სოსო! გიგზავნი განცხადებას. გთხოვ, რაც შეიძლება, ლამაზად მოათავსო პირველ გვერდზე. დააბეჭდვინე ყოველ დღე კვირამდის, შემდეგ კი კვირაში ორჯერ – ხუთშაბათობით და კვირაობით. ფასს მოურიგდი და […]
February 27, 1916

იოსებ გრიშაშვილს

ძმაო სოსო! ვატან ჩემ ნაცნობს ალმანახებს. ჩემი მეორე წერილი კონაშია მოთავსებული. დამავიწყდა მომეწერა, რომ საჭიროა თითო ეგზემპლიარის გაგზავნა შემდეგ რედაქციებში: „სახალხო“, „საქართველო“, „თანამედრ. აზრი“, „Закавказ. Речь“ […]