შენ დაგეუფლენ კოშმარები გამხდარ ხელებით; კუდიანებმა როგორც მაკბეტს დაგასხენ რეტი; იწოდი მარტო სილამაზის ცეცხლის ნაშრეტი; დასდევდა ღამე ამღვრეული მძიმე ხველებით. წუთების ტკივილს შენ ითმენდი ბრაზ […]
მე ასე ვფიქრობ: ეს ხუმრობა ცუდათ თავდებს და ანეკდოტათ შესაძლოა აღარ ივარგოს! მოხუცი დედის ატირება იყოს თავდებათ, მიტოვებული მამის ძვლები თუ დაიკარგოს! გვესტუმრებიან სიყვარულთ დღეები, […]
აქ მოველ შენთან და ტალღების მესმის გალობა, რისთვის განვიცდი გამოუთქმელ გრძნობას შიშისას? ვდგევარ შენს ახლოს – განწირული არარაობა – მცირე მარცვალი მოშრიალე შენი ქვიშისა. როცა […]
დაძინებისას, მუხლებმოხრილი დედასთან ერთათ ვამბობდი წინად: „უფალო, მომეც მშვიდობის ძილი და გამითენე მშვიდობის დილა!“ მე დამავიწყდა ლოცვები ტკბილი და ამ ვედრების მეშლება ბოლოც, და ვამბობ […]
დანერწყვავს ღამე და გამურავს დაქანცულ ქალაქს; დავტოვებ ქუჩებს შხამიანებს, და სხვებთან ერთათ შევალ კაфეში განისლული, ვიპოვნი ალაგს, ეგებ ვიყიდო დავიწყება მე აქ მანეთათ. მრავალ თვალებში […]
ემონე ლაჟვარდს ყველაზე მეტად – ჭეშმარიტ საზომს არჩეულ სულთა, რომ ჩაგესვენოს მღელვარე სვეტად მარადი რწმენა და ფიქრი სუფთა. ცვალებადია სამყაროს სახე და ორმაგობით ჩვენს წინ ირთვება… […]