კოლაუ ნადირაძე – Page 13 – Blue Horns
January 1, 1928

შერიგება

ღამის უფსკრული მეც მიჭრია მღელვარე ფიქრით და ზეცას ხარბად შეპყრობია ჩემი თვალები, რომ თვით სიკვდილის და სიცოცხლის საზღვრების იქით გადამეწია ეს ოცნება განაწვალები!   როგორც ფრინველი, […]
November 12, 1927

სოხუმს

მე იმერეთის დავშორდი ჭალებს, გამოვესალმე იმათ ბოდიშით, რომ კიდევ ერთხელ ენახა თვალებს მშვენიერება ძველი ოდიშის.   დავტოვე ფოთის უსაზღვრო სევდა და მარტოობა დიდი გემების, როცა შუაღამეს […]
November 10, 1927

აფხაზეთი

ქართული მწერლობისთვის (გრ. ჯაფარს)   დავშორდი ქართლის გადამწვარ ველებს, და იმერეთის მხარეს უცნაურს. ოქროს წვიმები მიწას ასველებს, მეც უსმენ ოქროს წვიმების ხმაურს.   დავტოვე ფოთის უსაზღვრო […]
March 25, 1927

ზამთარი

თეთრი პეპლებით სავსე ქუჩები, და სიჩუმეში შრიალა რბილი. ვერავინ სიკვდილს ვერ გადურჩებით, ვერავის იხსნის მწარე სირბილი.   ჩემ გულში ჩარჩა, როგორც სიზმარი, ის სიყვარული რომ მკლავდა […]
March 1, 1927

რაჟდენ გვეტაძე, ტიციან ტაბიძე, ნინო მაყაშვილი-ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი

January 1, 1927

ორი ქოჩორა

ორი ვარია, ორი ქოჩორა, ერთი ნაცარა, მეორე ჭრელი ვიყიდე ერთხელ, ცოლმა მოჭორა, რომ იყვნენ ერთობ ძვირი და ხმელი.   შავთვალა გოგოს, სოფლიდან მოსულს, აღარ ვევაჭრე – […]
January 1, 1927

აფხაზური სიმღერა

ენგურში მთვარე ჩავარდა ვერცხლით მოჭედილ ციდანა. ენგურში მთვარე ჩავარდა, და ვერცხლი ჩამოიტანა. ასე ამბობდა ენგური: „რიონის ქება მსმენია: – ყოფილა ერთობ შემკული და ზეცა ლურჯათ ჰფენია“ […]
January 1, 1927

სიმღერა

ასე მგონია – მთვარეა ნედლი და თითქოს განგებ დააპატიმრეს, ასე მგონია – საბავშვო ეტლით მოჭედილ ცაზე გადამატარეს.   სადღაც ცხოვრება დარჩა ნამდვილი! თითქოს პირველად ვხედავ ვარსკვლავებს… […]
January 1, 1927

ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სერგო კლდიაშვილი, ?