ჩემო ძვირფასო, დაუვიწყარო მეგობრებო და ძმებო ვალერიან, კოლაუ, გოგლა! ვწერ ღამის ოთხ საათზე, ლევანის ბინაში. ეს სახლია ქართველების და ქართული პოეზიის ბუდე. ყოველ საღამოს გაისმის ვაჟას […]
ამხ. შალვა! ვაჟა-ფშაველას შვილმა ჩვენ მუზეუმში შემოიტანა განცხადება, რომელშიც გვთხოვდა შეგვეძინა ვაჟას მემორიალური ნივთები. რადგან ჩვენი მუზეუმის ამოცანას შეადგენს მხოლოდ მთაწმინდაში დასაფლავებულ მწერალთა მასალების შემოკრება, ამისათვის […]
ამხ. გ. ლეონიძეს სამშაბათს, დილის 8 საათზე მოასვენებენ სახალხო მწერლის, დავით კლდიაშვილის ნეშტს. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა შეხვედრაში და მოხვიდეთ სადგურზე ამ დროსათვის. დამკრძალავი კომისია
სხედან: სიმონ ჩიქოვანი, შალვა რადიანი, არისტო ჭუმბაძე, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, რაჟდენ გვეტაძე, გიორგი ლეონიძე დგანან: ვარლამ რუხაძე, დემნა შენგელაია, ბესო ჟღენტი, ალექსანდრე სულავა, აკაკი გაწერელია, […]