პატარა პოემები პროზად
X
პირველი სევდა
…ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას უძახდა.
პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოთ ჩემი კითხვა.
სად არ ვეძიე, სად, მე ის ღიმილი და ბოლოს დავრწმუნდი, რომ იგი არ განმეორდება, როგორც გვირგვინ მოხსნილი სიწმიდე.
…და ჩემ სულს ეწვია პირველი სევდა. პირველი სევდა, ბინდიანი, როგორც ოხვრა შუაღამისას ლიბანის მთაზე კედრისა.
ნაღვლიანი, როგორც სიმღერა ყვითელი ქარვის ფოთლების შემოდგომის ქარიშხალის ფრთებზე მოცეკვა-ვეთა…
მოწყენილი, როგორც წეროების უკანასკნელი ძახილი.
პირველად მამამ ამოიკითხა ჩემ თვალებში სევდა, როცა ჭანდრაკს ვთამაშობდით და მაშინ მივხვდი, რომ წასული სევდამ მოქარგა და უხილავი ჯაჭვით გადაება მას მომავალი.
ჩემი სევდა მიაგავს სევდას ლეგენდის მოქანდაკისას, მარმალილოს რომ ენა ასწავლა და ბრინჯაოს სიყვა-რულის ალერსი, მაგრამ ერთხელ რომ ძლიერ პირდაპირ შეხედა მზეს და შემდეგ მოჯადოებულს არ შეეძლო მარმალილოზე ნაგრძნობის გადატანა და ამაში იყო ნათელი ტანჯვა მისი სიცოცხლისა. ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ იმ შეხედვით, რომელსაც ნაპალეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა.
პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას სად წავიდა ჩემი ბავშობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა…
XI
ყოფნის აღთქმა
დაფიქრებულხართ როდისმე, რაზე მღერის ქარიშხალი შემოდგომის სუსხიან ღამეს, როცა დახურეთ და-რაბები, რომ არ გაიგონოთ მისი ქვითინი, მაგრამ მაინც გესმით სახლის სახურავზე გამხმარი ხეების ტოტების ცეკვა, რომელნიც ჯადოქარ ქარიშხალს ფერხულში ჩაუბამს?..
დაფიქრებულხართ… გაიგეთ კიდეც, მაგრამ მაინც არ გინდათ, რომ გაიგოთ, რადგან ის მღერის იმ ზვი-ად ველურ ვნებაზე, რომელთანაც ჩვენი ვნება ბავშობა გამოჩდება. და თქვენ გრცხვენიათ თქვენივე ბავშობი-სა.
ქარიშხალის სიმღერა გამოძახილია საუკუნოებში დაკარგული რომაელ სარდლის სიმღერისა, რომელიც მოგებულ ომის შემდეგ ფალერნის ღვინის თასსზე ანაკრეონის სიმღერებს მღერის. ალერსის ლოდინში თრთის მხევალი და აქცევს ღვინოს… ქარიშხლის სიმღერა გამოძახილია ომიდან დაბრუნებული ამორძლების სიმღერი-სა, რომელთა სისხლით დათქვირულ ცხენებმა შაფრანის მთვარის სხივები მეწამულ ზეწარში გამოხვიეს.
ქარიშხალის სიმღერა – სუნთქვაა ცოდვის სარეცელზე ვნებით მთორვალე კლეოპატრასი და ურიასტანის მიდამოებში დაკარგული სულამიტის საქმროს ძახილი…
დაუგდეთ ყური… განა არ გესმით…
შავ-ბნელ ღამეში, როგორ გულმწვავეთ უკივის იაზონს მედეა, იცის, რომ შორს არის, მაგრამ მაინც ეძა-ხის, გული ვერ იტევს გრძნობის ნიაღვარს.. შავ-ბნელ ღამეში პონტოფრეს ცოლი ელის ყრმა იოსებს ნილოსის ლერწმებში…
ქარიშხალი აცოცხლებს მითს… წასრულის ზვიადი ვნების სიზმრებით რომ დაათროს ადამიანი.
ქარიშხალის ველურ სიმღერაში შენახულია დიონისეს მისტერიები.
დაუგდეთ ყური ქარიშხალს!..
დაივიწყეთ, თქვენივე თავი, საკუთარი და სხვისი შებრალება დაივიწყეთ, ყველაფერი და ყველაფერს გაი-გებთ.
მწყემსის სალამურზე უფრო ნაზია, და მთით მომსკდარ ნიაღვარზე მრისხანე, ახალგაზდა ტანში სიცილი სისხლისა.
ღვინო გამოილია ფიალაში და სათნოება დაეტყო სულს.
ყინვამ უსწრო მთებში გაზაფხულის წინამორბედს, მაგრამ აივსო ღვინით ფიალა და გაზაფხულის დღესას-წაულზე გვეძახის წინასწარმეტყველი:
ევონ, ოვოე სიგიჟის მოციქულს; გავიხაროთ, ჩვენთანაა იგი…