ბირნგამიის ტყე – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 07.1919

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 24893-1-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ბირნგამიის ტყე

ბირნგამიის ტყე

ბირნგამიის ტყე… ქალდეას ჩრდილი,

ლორდი პიერო მოღუნულ კუზით.

ლედი მაკბეტი პერანგ გახდილი

გადამთვრალ სტუმრებს მუხლებზე უზით.

მოჰყავთ არტური ავადმყოფ ჭინკებს,

მოწყვეტილ ფეხით ჭიანურს უკრავს.

თავის მკლელები ავსებენ ჭიქებს

და ულოცავენ ამაყ მოურავს.

ყვითელ მალაელს მისდევს პაოლო,

ფარშავანგების შემოჰკრა ალყა.

და ოфელიამ თვალი მოავლო,

ვალერიანმა ჰამლეტს გაარტყა.

სდგება ტაძარი სახრჩობელაზე

ფანტასტიური და ეიфელი,

არვის ვენდობი, მაგრამ ყველაზე

უფრო მაწვალებს სინაზით მერი.

და კოლომბინას ჭლექის ხველაზე

შეატრიალებს კარს ნოემბერი.

 

ტიციან ტაბიძე

ივლისი, 1919

ტფილისი