ბაღდათის, ტირის, გააცოცხლე ძველი ოსტატი,
მორჩილი ხელი კალავს მტკიცეთ დაუტეხელ ლალს,
ტიტველ სირენას და მოთენთილ მადონნას დალალს _
ყველაფერს იტევს შენი ლექსი მოანდამანტე.
ბრინჯაოს ცხენით შემოგხვდება ტოლივით დანტე,
შუადღის სიცხეში გაალებულს მოგისმენს დამთვრალს,
ჟონგლერებივით გადაყურებთ ვარსკვლავთ კარნავალს,
ქვეყნების ბედებს დააფარეთ შეგნების სალტე.
ქაოსის ბოდვა… და უდაბნოს ყვითელი თვალი,
დაცემის ორმო და აღდგომის თეთრი მწერვალი,
შენი ლექსია გაციებულ პლანეტათ მარში.
დიდების ცეცხლი მარად გინთებს სამეფო კარავს,
გამარჯვების მზეს უბედობა ვეღარ დაფარავს,
ძმას და მეგობარს მაამაყებ მელექსეთბაში.