ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 10.05.1917

ადგილი : მოსკოვი

საცავი :

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს

Г. Елизаветполь (Закавказье).

Еленѣ Феодоровнѣ m-me Беришвили.

ქ. მოსკოვი. 10 მაისი, 917 წ.

ელლი!

ვაგზავნი ამ წერილს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მიიღებთ. მ. მაჩაბლის ქალმა დამარწმუნა, რომ შეიძლება ასე გამოგზავნა. აქ რამდენიმე კვირაა ფოჩტა არ მოდის. ჩემი ამდეხანს აქ დარჩენა მარტო იმით თუ გამართლდება, რომ შვიდი ეგზამენი ჩავაბარე კიდეც, თუმცა საშინლად დავიღალე. მოსკოვი გამოიცვალა სრულიად, ქუჩა ლაპარაკობს ძალიან ხმამაღლა და, როგორც ყოველთვის, მისი ხმა ძალიან შეურაცმყოფელია ესტეტიზმისთვის. მეოთხეჯერ მივიღე ტელეგრამმა ტფილისიდან, რაც მაიძულებს წამოსვლას… ალბად ერთი თვე იქ მომიხდება დარჩენა, რასაკვირველია, უქუთაისოთ ვერ გავძლებ. ჩამოვიდა გალაქტიონი, როგორც ყოველთვის, ცუდ ამბებს ამბობს, მაგრამ მე მაინც საქართველოს სიცხე და მზე და მეგობრები მეწევიან. უკვე ჩავეწერე ექსკურსიაში, რომელიც 21 გამოვა მოსკოვიდან. საქართველოში ალბად გნახავთ. იყავით მზიანი და მაპატიეთ პროზა წერილი.

v. àt. ტიტე ტაბიძე

 

ანა ახმატოვა (პოეტესსა), ნახატი ოლგა კარდოვსკაიას