ავტორი : ტიციან ტაბიძე
თარიღი : 10.1929
ადგილი : თბილისი
საცავი : ლიტერატურის მუზუმი 28707-1-ხ.
გამოცემა :
პოეზია, შემოქმედება
წარწერა ყანწზე
ამწიე, ძმაო და გაუძელი.
ასწი, დალიე, ნუ გერიდება!..
ვინა სთქვა, კაცი ღვინოს ვერ იტანს,
ასეთი დაგვრჩა ანდერძი ძველი,
ღვინოში ვძებნოთ ჭეშმარიტება.
ხომ სთქვა სალემა: In Vino Veritas…
ტიციან ტაბიძე
ოქროყანა
ოქტომბერი, 1929