შემოდგომის ღამე – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1911

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შემოდგომის ღამე

ეძინება მთებში ნიავს, ეძინება მთის მწვერვალებს

და ყრუ ხევში ნაკადული ეუბნება ღამეს ზღაპრებს…

ძილის კალთა გადეფარა, ძილის კალთა მდუმარ სოფელს,

ფასკუნჯის ფრთა გამოესხა, ფასკუნჯის ფრთა სევდის ნაღველს…

ეძინებათ ზეცის ციაგთ, ეძინება მთის მწვერვალებს,

მხოლოდ ძილი შორს გაურბის, დამამშვრალი მგოსნის თვალებს.

სული გოდებს, სული მოსთქვამს, ჟამთ სიმწარე აყოლებს ბანს…

რა ჩაფერფლავს გულში ვნებას, რა გაადნობს ჩემს კაეშანს?!

სულო სწორო, ნუ დამტოვებ უთვისტომოთ, მარტოთ-მარტო:

აბა, რა ვქნა მე უშენოთ, ან ფიქრი ვის განვუმარტო?..