ყვავილი – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 06.12.1909

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ყვავილი

გადამხმარს მდელოს, შემოდგომის პირს

ჰყვავოდა უცხო ნაზი ყვავილი.

ჩუმათ მოსთქვამდა გულ-ჩათხრობილი,

ნამის მაგიერ პირს ბანდა რთვილი.

ხედავდა, როგორ მისი მოძმენი

ძილს ეძლეოდენ, სტოვებდენ სოფელს

და ნაღვლიანი ცრემლებს აფრქვევდა,

აკვირდებოდა რა გამხმარს ფოთელს.

„აღარ დაგინდობ, ჩაგკლავ, გაგაქრობ,

შენი დღეები დათვლილი არი“ –

უსისინებდა, არ ასვენებდა

თავ-ზარ-დამცემი ბოროტი ქარი.

„შორს გადავსტყორცნე შენი მგოსანი,

მის გულს მგზნებარეს აწ მიწა ფარავს,

ჩემი ხარ, ჩემი და სიკვდილისგან

თვით ზესთა ძალიც ვერ დაგიფარავს“.

ესმის ყველა ეს ობოლ ყვავილსა

და ცრემლები სდის უმწედ შთენილსა.

 

ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, №6