სასაფლაოზე – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1911

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სასაფლაოზე

ნაწყვეტი

 

აქ მოიტანეს, მოიტანეს ის განთიადზე,

ცხოველი ცრემლი არ დაღვრილა მგოსნის საფლავზე,

ის უცხო იყო ყველასათვის და ყველა მისთვის,

ვის რა საქმე აქვს, რომ მღეროდა ის ჰიმნებს მზისთვის?

იყო, იმღერა… და ვით ყველა, საფლავს შთავიდა,

მოკვდა მის ხსოვნაც… განა ბრბოსთვის არის რამ წმიდა?

მაგრამ სიკვდილსაც, შავ სიკვდილსაც აქვს გაზაფხული,

საფლავის მტვერშიც მზეს უმღერებს პოეტის სული.