ოცნების ფრთებზე – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1911

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოცნების ფრთებზე

Отецъ, отецъ! нельзя ли

Мръ зажечь мечтами?

`Царь Гоголь~. Л. Андреевъ

 

ვიშვი, გარდვიქმენ, ვეძებ უხილავს,

ლტოლვას არა აქვს საზღვარი, კიდე;

მოვხიე სულსა სევდის გაროზი,

მოვხიე სულსა გლოვისა რიდე.

ოცნების ფრთებზე დასვენებული

ბედისგან აღთქმულს მიველტვი კუნძულს;

ჟამი ვერ ჩაჰკლავს სულისა გზნებას,

ჟამი ვერ ჩაჰკლავს ყოფნის გაზაფხულს.

სალამს მიძღვნიან შორეულ ქვეყნის

მაღალი მთები, მიწა და ცანი;

რამ შეაჩეროს ოცნების რაში,

რამ შეაჩეროს ლტოლვის მერანი?..

ვეღარ აცოცხლებს სულს სინამდვილე,

მისთვის გაურბის, ეძებს სასწაულს;

ჟამი ვერ ჩაჰკლავს სულისა გზნებას,

ჟამი ვერ ჩაჰკლავს ყოფნის გაზაფხულს.