ტიციან ტაბიძე _ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს
მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს
მწერალთა კავშირთან არსებულ ქართული ენის გაწმედის კომისიამ სექციის კრებაზე 8 მაისს დაადგინა შესდგეს ბიბლიოგრაფია ქართულ ზეპირ სიტყვიერებისა და დაგროვდეს ხელოვნების სასახლეში, როგორც დაბეჭდილი წიგნები, ისე ჟურნალ გაზეთებიდან ამონაწერი ნიმუშები ხალხურ შემოქმედებისა, რაც მოიპოება პერიოდულ გამოცემებში ჩვენ დრომდე. ამავე სექციამ მუშაობისთვის მიიწვია ამხ. იროდიონ სონღულაშვილი, საქართველოს მუზეუმის გამგის მოადგილე და დაადგინა წინასწარ ხარჯისთვის მიეცეს მას ხუთი თუმანი (50 მ).
სექციის დავალებით, გთხოვთ, ეს თანხა გამოუწეროთ ამხ. ი. სონღულაშვილს. ამასთანავე დამტკიცებული ოქმი სექციის სხდომისა ეგზავნება მწერალთა კავშირის სამდივნოს.
სექციის თავმჯდომარის მაგიერ საბჭოს წევრი ტიციან ტაბიძე
17/5 _ 1926 წ.
საქართველოს ეროვნული არქივი