მკვდარი ლეგენდა – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1912

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მკვდარი ლეგენდა

ტკბილმა ოცნებამ დიდხანს მაჯერა,

რომ ვიპოვიდი ქვეყნად სამოთხეს;

მაგრამ მოვტყუვდი – და ბედისწერა,

ვიცი, მიმაფრენს არყოფნის კუთხეს…

„გუშინ“ არ მახსოვს… „ხვალე“ გავს უფსკრულს…

რაა ცხოვრება?.. მკვდარი ლეგენდა!

სტიროდეთ ჩემს სულს, ცოცხლად დამარხულს,

გაუხარებელს… დედილო, დედა!..

ოხ! რისთვის იყო ჩემში ის რწმენა?

რისთვის მჯეროდა მე სოფლად ლხენა?..

ჩემი ცხოვრების ყვავილი ნაზი,

ჯერ გაუშლელი, ტურფა, ლამაზი,

გრიგალის ფრთებმა უღვთოდ დაწეწა, –

ოცნების სიმნი დაგლიჯ-დალეწა…

რაა ცხოვრება? – მკვდარი ლეგენდა!

ჩემს დამარხულ სულს სტიროდე, დედა!