მგზავრის სიმღერა – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1911

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მგზავრის სიმღერა

სონეტი

ცოდვის სავანეს დავშორდი სოფელს,

სული მშვიდობას უდაბნოთ ეძეს,

მაგრამ თანმსრბოლსა კაეშან-ნაღველს,

ვაგლახ! რომ სული ვერც აქ იშორებს..

ვით სალამანდრა სიყვარულის ცეცხლში ვიწვები,

მაგრამ ოხ! კიდევ რომ არ დავიწვი!

გულის სიმღერა ხომ ვიმღერე, მაშ, რად არ ვკვდები?

ცავ, შენ გაფიცებ, შენ შემოგჩივი,

მაგრამ ვის ესმის მწირის გოდება,

უდაბნოდ ცრემლი ტყვილად იღვრება.

სთვლემს ცა მდუმარე… ქვეყანას სძინავს,

სატრფო შორს არის, სატრფო ნაღველი;

უფრო ის მტანჯავს, რომ მისი ცრემლი

არ დაეფრქვევა მის მგოსნის საფლავს.