აყვავებულა გაზაფხული ზაფხულად ბაღში,
ვარდი თუ უფრო წითელია _ თორემ არ მკრთალობს,
და ათრობს ისევ გამოცდილი ძველი ტოლბაში,
ძველი აშიკიც სიყვარულზე სალტომორტალობს.
იყო ბესიკი, საიათნოვა, თეიმურაზი..
ამაყ პატრონებს მოელიან მცველნი კარებში.
დამშვიდდი, სულო, სამუდამოდ გადაირაზე,
საწყალ პიეროს გზა დაებნა უცხო მხარეში…
სიზმარი თუა _ სიზმარია მხოლოდ ჩვენი დღე,
მეფობს წარსული… ძველ ჩრდილების არის აქ ბინა.
სტირის პიერო: კოლომბინა, ახ, კოლომბინა!..