ნუ, ჩემო კარგო, ნუღარ მეტყვი, ვითომ მიყვარდე…
ვერ მოაშოროს მაგ სიტყვებმა სულს სევდის ბადე…
ტანჯვა აკლია, ტანჯვით გაზდილს ჩემს უბედურ სულს…
ის ბოდვა იყო, რომ ვეძახდი უწინ სიყვარულს…
სხვას ნახავ, ქალო, ბედნიერსა, ჩემს სამშობლოში:
ბედნიერებას რა გამოლევს მის მიდამოში!..
ის შეიყვარე, ის გაიგებს მხოლოდ შენს ალერსს…
რა საერთო აქვს, მარქვი, შენთან ჩემს მწუხარე ლექსს?!.
ნუ, ნუ იმღერი! ვერ ავიტან მე გიტარის ხმებს…
ხედავ, გაცოცხლდა, დავიწყების რაც მივე ტალღებს:
ვერ წაუშლია ჯერ ის გრძნობა ჟამის ნიაღვარს…
ტყვილა ვცთილობდი – დამევიწყა: მაინც ის მიყვარს!..