დამფუძნებელ კრებას – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 10.02.1919

ადგილი : თბილისი

საცავი : საქართველოს ეროვნული არქივი

გამოცემა :

მიმოწერა, ოფიციალური წერილები

დამფუძნებელ კრებას

საქართველოს დამფუძნებელი კრების მომწვევ ცენტრალურ კომისიის თავმჯდომარეს

“ესტეტიური ლიგის პატრიოტების” ჯგუფის წარმომადგენელის ტიციან იუსტინეს ძის ტაბიძისგან განცხადება

რადგანაც ქართველ მწერალთა და მხატვართა ჯგუფის “ესტეტიური ლიგა პატრიოტების” არის ახლათ დაარსებული და მოკლებულია საშუალებას, ჰქონდეს ისეთი გამართული ორგანიზაცია, როგორც სხვა პარტიებსა და რადგან ლიგაც აგრეთვე მიღებულია მატერიალურ საშუალებასა და მისი საარჩევნო ფონდი ძალიან განსაზღვრულია და ძლივს აუვა სააგიტაციო ხარჯებს და ბიულეტენების დასარიგებლათ მოკლებული ვიქნებით საშუალებას გაუძღვეთ ჩვენი ხარჯებით, ამიტომ ვითხოვთ ავანსს, თანახმათ საარჩევნო კომისიის დადგენილებისა 2000 მანეთს.

ტიციან ტაბიძე

 

ქ. ტფილისი

10 თებერვალი, 1919 წ.

საქართველოს ეროვნული არქივი