კოლაუ ნადირაძეს – Blue Horns

ავტორი : სერგო კლდიაშვილი

თარიღი : 10.11.1967

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

კოლაუ ნადირაძეს

 

  1. XI. 67.

კოლაუ, ჩემო ოქროს ბიჭუნ! რატომ ასე მომიძულე? მინდა, თავი შეგახსენო, რომ ჯერ კიდევ ვარსებობ ამ ქვეყანაზე. ვინღა დაგრჩა ძველი მეგობრებიდან, რომ ჩემზედაც ხელი აიღე? ისე მომენატრები ხოლმე, როგორც ჩვენი წლები ქუთაისში,  როცა შენს ოქროს საათს ხან ერთ, ხან მეორე რესტორანში ვაგირავებდით. თურმე რა ბედნიერები ვიყავით მაშინ!

რა იქნება, ერთხელ გასწირო თავი და მოხვიდე? დამატკბე შენთან საუბრით, მოვიგონოთ პაოლო, ტიციანი, ვალერიანი, სანდრო, გოგლა. ამ თუქსუს დროში მეტი რა დაგვრჩენია, თუ არა ჩვენი კეთილი წარსულის გახსენება! ხელი ხელში გაუყარე შენს მეუღლეს, წამოიძღვანე ჩვენი კარგი შალვა დემეტრაძე და მოცანცალდით.

დღეს შენს პირველ წიგნს „ბალდახინს“ ვფურცლავდი, იმ დროის სურნელება ვიგრძენი. მომენატრე და იმიტომ შეგაწუხე ამ ბარათით. 

 

გეხვევი, გკოცნი შენი სერგო კლდიაშვილი