ალი არსენიშვილი – Blue Horns

ავტორი : სერგო კლდიაშვილი

თარიღი :

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 28471-8-ხ.

გამოცემა :

ჩანაწერები

ალი არსენიშვილი

ალი არსენიშვილის და ალ. ბლოკის მიმოწერა

 

ალ. ბლოკი სწერდა ალი არსენიშვილს: – ასეთი სიყვარული პოეზიისა საშიშია, ძნელათ ასატანი ადამიანისთვის.

ეს იყო პასუხი იმ წერილის გამო, რომელიც ალიმ მოსკოვიდან პეტერბურგში გაუგზავნა ალ.-ს 912 თუ 913 წ. მაშინ ალი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

ამ დროს `ცისფერი ყანწები~ არ ყოფილა ჩამოყალიბებული. ალი ამ დროს არც იცნობდა (პირადად) ტიციანსა და პაოლოს. იცნობდა მხოლოდ ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელიც იმ წლებში აგრეთვე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ალის დაახლოება ტიციანთან და პაოლოსთან `ცისფერი ყანწების~ გამოსვლის შემდეგ მოხდა. უფრო სწორად: თებერვლის რევოლუციის შემდეგ, როცა ტიციანი და პარიზიდან დაბრუნებული პაოლო თბილისში ჩავიდნენ საცხოვრებლად.

 

სერგო კლდიაშვილი