დღეს შემოდგომის მახარებს ფერი,
გახუნებული ზეცა და ველი.
თვალებით მინდვრებს მოვეფერები,
მინდა მათ ნაზად გადუსვა ხელი.
მე თქვენთან ყოფნა მათვინიერებს,
ფართეხმიანო, დიდო ჭადრები!
თქვენს ახლოს გული მაინც იმღერებს,
თქვენს ახლოს მინდა დაბინადრება!
მაგრამ, რა რიგათ მოგიწყენიათ!
დაუკორძია დროს თქვენი ტანიც.
მე კი, ბედნიერს, ხშირად მსმენია
თქვენს გადაგრეხილ შტოების ხმანი.
მიყვარდა მზერა, როდესაც ელვა
და გრიგალები თქვენს გუმბათს ხედვენ,
და იდუმალი ჩემს გულს ღელვანი
მეფური ხმებით ტკბილად ანგრევდენ.
ო, მეგობრებო, წარსულ დროების,
ფოთლები მკვდარი გადამაყარეთ!
მოგონებანი მოდგნენ ხროებათ
და თქვენს წინ თავი ჩუმათ დავხარე.
და ზამთარს ველი მე გაბედულად!
შფოთავენ ქარში დიდი ხეები,
მე თქვენ გშორდებით უსაყვედურით,
ახალგაზრდობის ოქროს დღეებო!