შარუხ ჩარკვიანს – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1937 წლამდე

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 29011-7-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

შარუხ ჩარკვიანს

გამარჯობა ჩემო შარუხ!

შენი წერილი მივიღე და ვაპირებდი პასუხის მოწერას, თუმცა შენზე ცოტა არ იყოს გულ მოსული ვიყავი: მისთვის, რომ ამდეხანს წერილი არ მომწერე, ამდეხანს არ ჩამოდი და არც ჩვენებთან შესულხარ. დედა მწერს – ,,შარუხა თვალითაც არ მინახავსო”.

ეს-ეს არის გრიშა მოვიდა ჩემთან და ძლიერ გამახარა თავის მოსვლით. წარმოიდგენ, თუ როგორ მენატრებოდა მისი ნახვა ამ ზაფხულში. გრიშა გვეპატიჟება ოჩემჩირეში და მე – გითხრა მართალი – ისევ მომენატრა ხეტიალი. გადავწყვიტე, ამ ერთ-ორ თვეში უთუოთ წავიდე ოჩემჩირეში ერთი კვირით. რა თქმა უნდა, ქუთაისში გამოვივლი და ერთად წავალთ.

მანამდი კი ველი შენს ჩამოსვლას აქ. შედი ჩვენებთან. დედა გამოგატანს რამეს _ პაოლოსთვის საბლუზე მინდა და უნდა შევუკვეთო იმ ქალს. ყოველ შემთხვევაში დედასთან მიდი და ის ყოველივეს გეტყვის.

მომიკითხე დია და პილა.

გელი.

შენი კოლაუ

მოიწერე.