ვერსად ვერ წავალ! ამ ქვეყანას ვინ გაექცევა!
ჩემი ოცნება ავათმყოფი აკვდება ფანჯრებს…
ეს კახპა მთვარე ვის ატყუებს თაღლითურ ქცევით!
ცბიერი ეშხით რომ ეკვრება ღრუბლების ნაჭრებს!?
კმარა ბავშვობა! ამ წუთების ინკვიზიცია
ვგონებ, მეც ბევრჯერ მედიდურათ გადამეტანოს.
ნაბეჭდი თხოვა თუ ღმერთისთვის არ მიმიცია,
მოვითხოვ ბოდიშს შენ წინაშე სამოედანო.
მივდივარ ჩუმათ ჯიბეებში ხელ ჩაწყობილი;
დღეს ჩემი გული უჩვეულო დარდით ავსილა.
ისევ სიმშვიდე მენატრება უარყოფილი,
და გაბრაზებით მინდა ჩემ თავს გავარტყა სილა.