ნოემბრის ფერი; დასტირიან ქვებს ფაფარები;
დაცვენილ ფოთლებს მზის ჩასვლის დროს ვეწვევი ბაღში.
ხმელი ლანდებით ალლეჲები იჯავარება;
თქვენ ტანის სურნელს დღსაც თრთოლვით დავეძებ სახლში.
უტოლოთ დადის ნაიმორი, თქვენ რომ გიყვარდათ;
არ ინავარდა, რაც წახვედით და ეხლაც გელის.
ვკითხულობ ჰამსუნს: ვიქტორია – გლანი, ედვარდა;
არ ვიცი, რათ მსურს თქვენ ხმაზე თქმა ჩემი სახელის.
მგლოვიარეთ სდგას როიალი დამუნჯებული;
მახსოვს სენ-სანსის „Danse Macabre“-ი, ბახის ვედრება!
თქვენ სუნთქვით იყო ეს სასტუმრო გალურჯებული,
ათეთრებული სჩანდენ ჩუმი ალლეანდრები.
ნოემბრის სევდა… აწი მალე მოვა ზამთარი;
თქვენ ტანის სურნელს მგლოვიარეთ დავეძებ სახლში;
უტოლოთ დადის ნიამორი თქვენი გამხდარი
და თქვენზედ დარდობს, დედოფალო, დაცვენილ ბაღში.