პირადი ბარათი და ავტობიოგრაფია – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1956

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 22654-ხ.

გამოცემა :

ავტობიოგრაფია, ბიოგრაფიები

პირადი ბარათი და ავტობიოგრაფია

კოლაუ /ნიკოლოზ/ გალაქტიონის-ძე ნადირაძის 

ა ვ ტ ო ბ ი ო გ რ ა ფ ი ა

 

დავიბადე 1895 წელს, 26 თებერვალს, ქალ.ქუთაისში, მედიცინის დოქტორის ოჯახში.

სასწავლებლად შემიყვანეს ქუთაისის ვაჟთა გინმაზიაში, სადაც ვსწავლობდი კარგად. მაგრამ მე-7 კლასიდან გარიცხული ვიყავი „მგლის ბილეთით“ პირველი სახელმწიფო დუმის დავმჯდომარის მურომცევის პატივსაცემად ჩემს მიერ მოწყობილ დემონსტრაციის გამო, რომელიც ჩავატარეთ გავკეთილის დროს ფეხზე ადგომით.

ერთი წელი დამეკარგა, მაგრამ მაინც არ ვწყვეტდი მეცადინეობას და გამოცდები ჩავაბარე იმავე გიმნაზიაში სიმწიფის მოწმობაზე.

უმაღლესში შევედი მოსეოვის საიმპერატორო უნივერსტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და დავამთავრე 1916 წელს, მხოლოდ სახელმწიფო გამოცდები არ ჩამიბარებია ავადმყოფობის გამო.

ლექსების წერა დავიწყე 1915 წლიდან. მოწაფელბის იროს ვიყავი ერთ-ერთი დამაარსეელთაგანი ქართველ სიმბოლისტთა ჟურნალის „ცისფერი ყანწები“-სა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან ვარ მწერალთა კავშირის წევრი.

ჩემი ნაშრომები იბეჭდებოდა ყველა პერიოდულ ჟურნალ გაზეთებში. ჩემი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, და სხვა ენებზე.

იხ. მეორე გვ.

 

კ. ნადირაძის ნაწარმოებთა სია:

 

  1. ლექსების წიგნი „ბალდახინი“, „თბილისის კონტრაბანდისტები“ 1927 წ.
  2. „მენავთე გასპარი“ 1932 წ.
  3. „რევოლუციური პოემები“ 1935 წ.
  4. ლექსები ჟურნალ-გაზეთებში ქ.თბილისიწ, ქუთაისსა და ბათუმში.
  5. ლექსების კრებული: „დიდ გზასთან“ 1947 წ.

სხვა მრავალი ლექსი ჟურნალ-გაზეთებში.

დიდძალი თარგმანები მაქვს გაკეთებლი ქართელ პოეტთა რუსულ ენაზე და რუს-პოეტებისა ქართულ ენაზე, როგორც კლასიკოსებისა, ისე თანამედროვეთა თარგმანები ფრანგ პოეტების, უკრაინისა, აზერბაიჯანისა, სომხეთისა, აფხაზეთისა და სხვა მოძმე რესპუბლიკბისა.

 

სწორია: [ხელმოწერა – კოლაუ ნადირაძე] 1956 წ.

ვადასტურებ სამდივნოს გამგე  [ხელმოწერა – ნ. თოფჩიშვილი]