კოლაუ ნადირაძეს – Blue Horns

ავტორი : მიქელ პატარიძე

თარიღი : 1933

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28731-19-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

კოლაუ ნადირაძეს

კოლაუ!

ჩვენი „შემოდგომის დიალოგები“ თავის სათაურითაც ნებას მაძლევს ამ ყვითელ და ჭკნობის ხანას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო. გულიც ამას მოითხოვს. როცა ჭადარს ფართე და ყვითელი ფოთლები შემოეძარცვება, როცა მუქი ზეცა გამოუშვებს საძოვრათ ღრუბლების ფარას და ჰაერის ცივი სუნთქვა შეარხევს გატიტვლებულ ტოტებს, მაშინ გული არაჩვეულებრივი ტკივილით ძგერს და ჰარმონიულ სიტყვებს ეძებს. რამდენი ასეთი წუთი მახსოვს, და უფრო მეტი დაკარგულა.

თუ ეს გულის ატკივება ოდნავ მაინც ჩავამწყვდიე ამ რითმების ჩარჩოში, მე იმ მონადირეს გამსგავსე, რომელმაც სილამაზით სავსე ფრინველი მოჰკლა და ამ „გამარჯვებამ“ მის ფეხთან საცოდავათ გაშხლართული ფერადფრთიანი სინის სიბრალული დაავიწყა. ასეა პოეტიც: სიმღერამ გამოსთქვა საბედისწერო წუთი, მაგრამ ეს წუთი განგმირულ ფრინველივით გდია მის წინაშე.

მიქელ პატარიძე

ტფილისი, 1933 წ.