კოლაუ ნადირაძე, ფრაგმენტი „ტრიპტიხიდან”, “სამოედნო ბოდიში” – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1918

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 3661-1-ხ.

გამოცემა :

პოეზია

კოლაუ ნადირაძე, ფრაგმენტი „ტრიპტიხიდან”, “სამოედნო ბოდიში”

ფრაგმენტი „ტრიპტიხი“-დან

ტრიოლეტი II

 

თვით ჰანიბალიც ისურვებდა შენსა ხასობას,

და კართაგენში წაგიყვანდა სასიყვარულოთ!..

იქ შენთვის მთვარე დაიწყებდა ცივ ალმასობას;

თვით ჰანიბალიც ისურვებდა შენსა ხასობას!

შენ ლედი მაკბეტ შეგნატრებდა ხშირათ მზგავსობას,

და უბრძანებდა ქმარს მოეკალ ღამე ფარულათ!..

თვით ჰანიბალიც ისურვებდა შენსა ხასობას,

და კართაგენში წაგიყვანდა სასიყვარულოთ!

 

 სამოედანო ბოდიში

წიგნიდან: „ავზნიანი ქალაქი“

ვერსად ვერ წავალ!.. ამ ქვეყანას ვერ გავექცევი!

ჩემი ოცნება ნაწვალები აკვდება ფანჯრებს…

ეს კახპა მთვარე ვის ატყუებს თავის ნაზ ქცევით?!

დიაცურ ეშხით რად ეკვრება ღრუბლების ნაჭრებს?..

კმარა ბავშვობა! ამ წუთების ინკვიზიცია,

მგონებ, მეც ბევრჯერ მედიდურათ გადამეტანოს!..

ნაბეჭდი თხოვნა თუ ღმერთისთვის არ მიმიცია,

მოვითხოვ ბოდიშს შენს წინაშე, სამოედანო!

დიდი მრწამსები! ვინ გიბედავს აქ თავხედობას?!

საშინელ შარად ეს ცხოვრება ვის ევლინება?

ე, ამხანაგო, ნუ გვაწუხებ თქვენ შავბედობით;

თუ აქ არ მოგწონთ… სხვა სასტუმროს ნახვა ინებეთ!..

 

3661-1-ხ. კოლაუ ნადირაძე, ფრაგმენტი „ტრიპტიხიდან, სამოედნო ბოდიში, [1918]

3661-1-ხ. კოლაუ ნადირაძე, ფრაგმენტი „ტრიპტიხიდან, სამოედნო ბოდიში, [1918]