ცხოვრება ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ცხოვრება ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი

ვერსად ვერ წავალ! ამ ქვეყანას ვინ გაექცევა!

ჩემი ოცნება ავათმყოფი აკვდება ფანჯრებს…

ეს კახპა მთვარე ვის ატყუებს თაღლითურ ქცევით!

ცბიერი ეშხით რომ ეკვრება ღრუბლების ნაჭრებს!?

 

კმარა ბავშვობა! ამ წუთების ინკვიზიცია

ვგონებ, მეც ბევრჯერ მედიდურათ გადამეტანოს.

ნაბეჭდი თხოვა თუ ღმერთისთვის არ მიმიცია,

მოვითხოვ ბოდიშს შენ წინაშე სამოედანო.

 

მივდივარ ჩუმათ ჯიბეებში ხელ ჩაწყობილი;

დღეს ჩემი გული უჩვეულო დარდით ავსილა.

ისევ სიმშვიდე მენატრება უარყოფილი,

და გაბრაზებით მინდა ჩემ თავს გავარტყა სილა.