როცა ოცნება დაქანდება, ვით შევარდენი,
და ჩემი ცქერა თეთრ ლოდინში ანავარდდება,
შორეულ ტრფობის სურნელება კვლავ მარადდება,
და უცნობ ქალის მოჩვენებას მე ვეღარ ვდევნი.
მაგრამ გვაშორებს მუდამ სივრცე თვალმიუწვდენი;
იქ, ცივ უფსკრულში ჩემი გული კვნესით ვარდება;
მოველი ღამით და ოცნება არ ივარდება;
ღმერთო-გამჩენო! ვეღარ ამაქვს ტანჯვა ამდენი.
დაბურულ გზებით მე დავყავარ იდუმალ ვნებას;
ბევრი ვარდები დამეკარგა სიცოცხლის გზაზე;
ხშირათ ქუჩებში ველოდები ნანატრ ჩვენებას;
მისი ვერ შევქმენ სინამდვლე მე სილამაზე;
მის ლანდურ სხეულს ვერ ჩაუდგი სიცოცხლის ალი,
და ისევ რჩება იქ უცნობი და გამჭვირვალე.