საფრანგეთიდან მოიტანა მან ოცნებანი,
სონეტის რკალი, ტრიოლეტი და ასონანსი
და მისთვის იყო, რომ მიიღო ბევრი ქებანი.
საფრანგეთიდან მოიტანა მან ოცნებანი.
ბრბომ მას აკურთნა ჭუჭყიანი ცუდი ვნებანი
დაღალდა სულით, ოცნებობდა ეხილა ნანსი,
საფრანგეთიდან მოიტანა მან ოცნებანი
სონეტის რკალი, ტრიოლეტი და ასონანსი.
კ. ნადირაძე