ტრიოლეტი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1918

ადგილი : ქუთაისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ტრიოლეტი

დღეს ისევ ისე შენში სცოცხლობს ძველი თამარი –

ჩემი თამარი, რომ მიყვარდა ოდესღაც, წინათ.

წარსული ტრფობის ისევ ათრობს გულს მუჯამარი;

დღეს ისევ ისე შენში სცოცხლობს ძველი თამარი.

ცისფერი კაბა მაგონდება, ვიწრო ქამარი,

მორცხვი თვალები, სიყვარულმა რომ ააბრწყინა;

დღეს ისევ ისე შენში სცოცხლობს ძველი თამარი –

ჩემი თამარი, რომ მიყვარდა ოდესღაც, წინათ!..