ტოსტი ჩემ დაბადების დღეს – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ტოსტი ჩემ დაბადების დღეს

დღეს, მეგობრებო, დაბადების დღე არი ჩემი,

არ ვიცი, რატომ ეს დღე წილათ თებერვალს ერგო;

მე გელით ყველას, ღია არის ოთახის კარი:

ამ ბედნიერ დღეს მე ერთგულათ უთიე ღამე:

ბევრი რამ იყო საფიქრელი, მოსაგონარი;

სავალდებულო წერილები და ანგარიში,

ვის რა აწუხებს ამის გარეშე?

მძიმე ჭრიალი გაჰქონდათ დატვირთულ ურმებს,

ანოყიერებს ამნაირათ ქალაქს სოფელი.

აქ დახვდება შემოდგომის მთელი სიმსუქნე.

და მაზანდაზე გადანაღდდება,

ეს მხოლოთ მაშინ, თუ თავის დროზე

აღირსა ღმერთმა იმერეთის ყანებს წვიმები,

ჩვენი დამშევის მცირე მიზეზი.

არვინ იფიქროთ, რომ არა ვარ ერთგული შვილი,

და საქართველოს მომავალზე მე არ მეფიქროს.

ან სამეგრელოს პატრიოტიზმს თაყვანს არ ვცემდე.

დღეს სულ სხვა დღეა; პატივი დამდეთ;

მოდით, სუყველამ დამიფარეთ უკანასკნელათ!

ეს აღარ არი დაღუპული პოეტის პოზა;

ეს არც ლოცვაა მცირე იმედით…

მე ვარ მართალი თქვენს წინაშე, მხოლოდ მართალი,

მოვინანიე მე ყოველი დანაშაული,

და ჩემი ორი ქალიშვილის პატიოსნებას

ჩემი ცხოვრება სამარცხვინოთ არ დაედება…

დაბადების დღე გავითენე, ველი მოლოცვებს,

და მე უსურვებ ისევ ჩეს თავს სიცოცხლეს ხანგრძლივს,

მოგელით, ძმებო, მომიგონეთ! მომინახულეთ!

ნუ თუ საშველი აღარ არი მართლა აღარსად?

და ის პერანგი პირველათ რომ ამ დღეს ჩამაცვეს,

სულ ტყუილათ მიდევს დაკეცილი გულის ჯიბეში

ცხვირსახოცივით…