რიჟრაჟი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1928

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

რიჟრაჟი

ჯერ მზე არ ამოსულა, მაგრამ ზეცაში

თანდათან სცხრება და ნელდება ვარსკვლავთ კაშკაში.

 

ჯერ კიდევ მთვარე არ გამქრალა, ჯერ კიდევ მნათობს

და მთის მწვერვალებს სათნოებით მაღლიდან ათოვს.

 

ტყეებში კიდევ სიბნელეა, მაგრამ ფოთლები

ზეციურ სუნთქვით ინამება და იორთქლება.

 

ჯერ მზე არ არის ამოსული, მაგრამ ზეცაში

უხილავ ხელმა გადაღვარა ოქროს ზედაში.

 

ჯერ კიდევ ხევი არ ხმაურობს, მაგრამ ცისკარი

მოდის ღიმილით, რომ გააღოს სიცოცხლის კარი.

 

მალე სიღრმეში დედამიწის დაიძგერს გული

და მთელ სამყაროს გადალეკავს ზღვა სიხარული!