შენ დაგეუფლენ კოშმარები გამხდარ ხელებით;
კუდიანებმა როგორც მაკბეტს დაგასხენ რეტი;
იწოდი მარტო სილამაზის ცეცხლის ნაშრეტი;
დასდევდა ღამე ამღვრეული მძიმე ხველებით.
წუთების ტკივილს შენ ითმენდი ბრაზ გახელებით;
მთვარით დახაშმულს მოგიწვევდა ხმალში ჰამლეტი;
ალბათ სიგიჟე დაგემუქრა შენ სიდამბლეთი;
და სიყვარულმა გაგაფითრა ციებ-ცხელებით.
მწვანე ვარსკვლავთა შენ გხიბლავდენ ნაზი ფანდები;
და ბევრი ღამე ჩაგესვენა იდუმალებით,
როს ლედი მაკბეტ შეგიყვარდა ჩუმი წვალებით.
როდესაც მტვარე დაიფანტა ფირუზ ლანდებათ,
შენ ოფელიამ გადაგხურა დალალ-კავები,
და ამ ქვეყანას გამოგტაცა სათუთ მკლავებით.