16 აპრ.
საყვარელო შვილო კოლაუ! დაგკოცნით მრავალს. ჩვენი თუ გვიკითხამთ, გვიდგა სული. აჰა, ამ ქაღალდს გიგზავნი ვარლამის დაწერილს. გადაათეთრე და ეცადე რამე. ბაღი წაგვართვეს ჩვენ წილში შეცვინდენ და აოხრეს შენი საყვარელი ლეღვი ძირიანათ ამოიღეს, ჩვენი კარგი ატმები და ბროწეულები, სულ საყანე დამგვზავნეს. გულ წყნარათ გაიგე, თუ ასე ნამუშევარის წახდენა შესაძლებელია. რაღა თავი შეგაწყინო, ამ მეორე ქაღალდში აწერილია ყოველივე და ახლა შენ იცი, ხომ იცი, რა არიან და გულ წყნარად იყავი. ვარლამა გასაჩივრა და მიუნიჭეს 500 კვადტნი საჟენი თავისი ადგილი ჭიანათ. კორღანი მეც ვნახე და ახლა კი სხვაგან ეუბნევ. მე ამდენმა თრევამ და ჯავრმა ძლიერ დამაბერა, შვილო, მიწაში არ ჩავიტან არაფელს, თუ უნდათ ისეთი მამული ამ ღირებულ ფულზე შეიყიდონ. იმდენი ზარალი მომცეს, რამდენი მესრები და კოპიტებს და ძვირფას ხეხილის ფასი არ უნდა, მიწა მაგათი ყოფილა და ნამუშევარიც, გადაბრუნებული ადგილიც. ასე, ჩემო შვილო, ყოლისფრად მომსპეს, უთქვიათ, ნადირაძეს სახლი აქვსო მეტი მაგათ არ მისცეთო. რაც მე მჩება იმ სახლიდან, ისიც მაგათ უნდათ და მე კი ჩემს მამულებზე პირ მშრალი ვარ. საქმე დაჩქარებინე, თვარა ყოლიფერს მოსპობენ. ნელის ჭირიმე, როგორ არის ან თუ სადმე წავიდა. ჭკვიანათ იყოს და მფთხილად იყვეს, მივწერ, ჭირიმე. წერილს და პატივსაც ვერა ვცემ, სულ დავეთრევი და აღარ შემიძლია. გენაცვალე, შვილო, ბრმა ვარ, სათვალეს სტეკლო დამეკარგა და ისე ვწერ, როგორმე ამოიკითხე. ახლა მშვიდობით, მომიკითხე ნინა, დაგკოცნით სამივეს.
შენი დედა აგნესა ნადირაძე
ხელი მოწერა დაჭირება და თუ გადაბეჭდიებ, მაშინ შენ მოაწერ ჩემს მაგიერ აგნესა ნადირაძე და ისე შეიტან.