ავტორი : კოლაუ ნადირაძე
თარიღი : 1910-იანი წლები
ადგილი :
საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26098-2-ხ.
გამოცემა :
პოეზია, შემოქმედება
Фუგა
და ისევ ისე,
როგორც წარსულში
– უზენაესი
სიმშვიდე სულში
და – სისუფთავე.
ო, მხოლოდ ასე
სუნთქვა მარადის,
ალერსით სავსე
ჩვენს გულში ჩადის…
ო, მხოლოდ ასე!
კოლაუ ნადირაძე