ფრაგმენტი წერილიდან – Blue Horns

ავტორი : ნიკოლო მიწიშვილი

თარიღი : 1932 - 1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 23841-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

ფრაგმენტი წერილიდან

დოკუმენტი შემოსულია სახელგამში ოფიციალურად და არ შეიძლება მას არ მიეცეს გარკვეული შეფასება, გარკვეული პოლიტიკური კვალიფიკაცია, მით უმეტეს, რომ ამ დოკუმენტის არსებობა უკვე საიდუმლოებას აღარ შეადგენს. ის წინასწარ განხილული იქნა მოქ. გამსახურდიას ლიტერატურულ მეგობართა წრეში და სახელგამს გადმოეცა მათი სანქციის შედეგ.

……..

ეს იწერება ქაღალდზე, ამის შესახებ სადღაც თათბირობენ და მერმე გამოაქვთ ქუჩაში სადემონსტრაციოდ და სალაპარაკოდ.

მე ვფიქრობ, რომ თქვენ გააკეთებთ საჭირო დასკვნებს. ჩემის მხრივ კი, ამ დოკუმენტის ასლს, ჩემს განმარტებასთან ერთად, ვუგზავნი პასუხისმგებელ ამხანაგებს, რომელნიც მეთაურობენ ჩვენს კულტურულ ფრონტს და მასთან ახლო სდგანან: ამხ. გ. ყურულაშვილს, კ. ორაგველიძეს, ე. ბედიას, მ. ტოროშელიძეს, ნ. კიკნაძეს, ხელოვნების განყოფილებას, „სალიტერატურულო გაზეთსა“ და „მნათობის“ რედაქციებს.