ამხ. შალვა!
შემიგვიანდა პასუხი.
- თქვენ ხელნაწერს როგორმე მოუართ. ლევანი ეხლა შოვშია და მალე ჩამოვა. მოველაპარაკები და პასუხს მოგწერ.
- ჩემი წიგნის შესახებ აქაურმა ც.კამ მოსწერა მანდაურ ლიტ.ხუდს, რომ ის უნდა ითარგმნოსო. მეტი მე არაფერი ვიცი, მაგრამ წიგნს ვსთარგმნი თვით მე ერთ ჩერნიავსკისთან ერთად. ვერ ვიცლი და მხოლოდ 10 თავი მოვახერხე ჯერ. თქვენი თარგმანი „თებერვლის“ კარგი იყო. მაგრამ ამ წიგნში ბევრი სხვანაირი ამბებია და მინდა თვითონ მე გავმართო.
ჯერჯერობით ესაა.
კიდევ მოგწერთ თქვენი წიგნის შესახებ.
სალამი, ნ. მიწიშვილი