ნიკოლო მიწიშვილი – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1932-1933

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 23841-ხ.

გამოცემა :

დოკუმენტები

ნიკოლო მიწიშვილი

დოკუმენტი შემოსულია სახელგამში ოფიციალურად და არ შეიძლება მას არ მიეცეს გარკვეული შეფასება, გარკვეული პოლიტიკური კვალიფიკაცია, მით უმეტეს, რომ ამ დოკ

უმენტის არსებობა უკვე საიდუმლოებას აღარ შეადგენს. ის წინასწარ განხილული იქნა მოქ. გამსახურდიას ლიტერატურულ მეგობართა წრეში და სახელგამს გადმოეცა მათი სანქციის შედეგ.

……..

ეს იწერება ქაღალდზე, ამის შესახებ სადღაც თათბირობენ და მერმე გამოაქვთ ქუჩაში სადემონსტრაციოდ და სალაპარაკოდ.

მე ვფიქრობ, რომ თქვენ გააკეთებთ საჭირო დასკვნებს. ჩემის მხრივ კი, ამ დოკუმენტის ასლს, ჩემს განმარტებასთან ერთად, ვუგზავნი პასუხისმგებელ ამხანაგებს, რომელნიც მეთაურობენ ჩვენს კულტურულ ფრონტს და მასთან ახლო სდგანან: ამხ. გ. ყურულაშვილს, კ. ორაგველიძეს, ე. ბედიას, მ. ტოროშელიძეს, ნ. კიკნაძეს, ხელოვნების განყოფილებას, „სალიტერატურულო გაზეთსა“ და „მნათობის“ რედაქციებს.

 

[თბილისი, 1932_1933]

Facebook
Twitter