ამხ. შალვა.
ჩემი ბარათი „თებერვლის“ შესახებ ცოტა ნაჩქარევი მომივიდა. საქმე ეხებოდა ნაწარმოების მთლიანად გამოქვეყნებას, ვინაიდან, ცხადია, მე მაინტერესებს თარგმანის რიგიანი შესრულება და რამდენადაც მე ამ თარგმანს არ ვიცნობდი – ადვილი ასახსნელია ჩემი წუხილი ამ საგანზე. ამით იყო გამოწვეული ჩემი წერილი.
„ჩიტატელთან“, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. ამ შემთხვევაში არც ჰონორარითა ვარ დაინტერესებული.
ყოველ შემთხვევაში, გაიგეთ, როდის დაიბეჭდება.
ამხანაგური სალამი, ნ. მიწიშვილი.