ბატონო ნიკოლო!
მოსკოვში თქვენი გამგზავრების შემდეგ ხშირად შემოდიოდნენ მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში ქართველი მწერლები: კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები. მიხეილმა მთხოვა, თავისი წიგნების დაბეჭდილი თაბახები და მივეცი. გიორგი ლეონიძეს ჯერ არ წარმოუდგენია თავისი ლექსების კრებული. კონსტანტინეს აინტერესებდა, თუ როგორაა მისი წიგნის „გოეტეს ცხოვრების“ რომანის ბედი. ვალერიან გუნიამ მითხრა, სად არის ნიკოლო-იულიუს კეისარიო. ვალერიან გუნიას ხელშეკრულება გაუფორმე „რევიზორის“ გამოცემაზე. განყოფილებაში მეორე თარგმანიც იყო დავით კასრაძისა. ვალერიანი დიდხანს იჯდა ჩემთან და ბევრი საინტერესო ამბები მიამბო ილიასა და აკაკის, ვაჟასა და ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებიდან.
პეტრე სამსონიძის წიგნის შესახებ დიდი ამბავია ატეხილი, მგონი, ბერიამ დაურეკა ბიბინეიშვილს და არ ვიცი, რით დამთავრდება.
თქვენი მოყვარული საშა სიგუა