მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო, ბინა შენ;
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი ტფილისის და მზის წინაშე.
ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.
ვხედავ, ურმები ლორთქა თივებით
გზას ახარებენ აჭრიალებით;
მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,
ვით მოცურავე თეთრი ქალები.
სდუღან ოქროს და წითელ ღვარებად
კვირა დღეებით შენი ქუჩები,
და იცლებიან ოხშივარებად
შენს გარეშემო მთები თუჯების.
შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები…
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების.
1924
23 აპრილი
ლენინ
სდგას პოეზია საპატიო, ერთგულ დარაჯათ
მეექვსე ღამე! სდგას თბილისი ვით სასაფლაო.
უნდა სიჩუმე გამოცხადდეს ერთი საათით
მთელ ქვეყანაზე _ მაშინ როცა კლარა ცეტკინი56
მოსკოვის წითელ მოედანზე, სტალინთან ერთად
უზრდელ მიწაში ჩაასვენებს ლენინის ცხედარს.
რჩეული ჩემგან ბრძოლის ყველა ბარრიკადებზე
იყო ლიბკნეხტი57! ნაღმით სავსე დინამიტებით
მესმოდა მისი ხმა, ყვირილი მისი, ზრიალი,
როდესაც ერთი უცხადებდა ომს გერმანიას.
მაგრამ ლიბკნეხტის არჩევანი იყო ლენინი,
ლენინი იყო არჩევანი ქვეყნიერების.
ვიცი, ჩინეთში მებადური ჩამოხეული.
რომლის ცოლ-შვილი ნაგავივით ქუჩაში ყრია,
ახლა აკერებს თავის ბადეს და სტირის ლენინს!
ვიცი ყოველთვის ცეცხლდანთებულ ირლანდიაში
მეამბოხენი სადმე ტყეში სტირიან ლენინს!
ისპანიაში, მჯერა, ამ წუთს აღარ მღერიან,
და აჩერებენ თავის გემებს მეზღვაურები.
ამხანაგებო! ჩადგა წუთით ოქტომბრის ქარი,
ვიმღეროთ ერთად პოეტებო მარში გლოვისა
მინდა ნიკიშის58 გაქანება, რომ შევადგინო
ხორო ათასი და მილიონ ატირებულთა.
ამხანაგებო: ბესო59, ლევან60, არჩილ61, ზალიკო62!
გახსოვთ თბილისში ღამეები, როდესაც ჩვენთან
ჩამოიტანეთ აკივლება მეცხრამეტე წლის,
როცა მოედვა დიდ პეტერბურგს ტიფი და ცინგა,
როცა ბავშები სთხოვდენ ლენინს მხოლოდ ნატეხ პურს.
როცა ლენინი დასტიროდა დამშეულ ბავშებს
და თავს უყრიდა როგორც გამხდარ, ყვითელ წიწილებს!
ლენინის კუბოს მინდა ახლა შემოესიონ
ჩემი სიტყვები ვით მტირალა, ჩუმი ბავშები.
ამხანაგებო, ჩადგა წუთით ოქტომბრის ქარი
ვიმღეროთ ერთად პოეტებო მარში გლოვისა.
- ჳ. 1924
ბაღის ამბავი
დავითენთები, მომინდება ამინდის სინჯვა,
ბევრი ნდომია მუშაობა ლექსების ბერტყვას,
დავხედავ ბაღში, წვიმა ცვივა კრიალა ბრინჯად,
წვიმა, რომელიც მომაგონებს მოვარდნილ სეტყვას.
შემდეგ ამ წვიმას საღამომდე სიჩუმე მოდევს,
ბავშების ფეხთა ანაბეჭდებს სილაში სძინავს,
უცბად რაღაცა შეაშფოთებს კოპიტის ტოტებს _
ეს ბეღურაა, რომ იბერტყავს ფრთებიდან წვიმას.
მოვა საღამოც… ისევ შევალ ნაწვიმარ ბაღში
და უცბად ვიგრძნობ ჩასვლის უმალ მზე აქ ყოფილა:
დავაკვირდები ღობეს, ფოთლებს, დაგდებულ ნახშირს,
და ყველაფერმა მზის აქ ყოფნა შემატყობინა.
მერე ამ სითბოს და ამ ბაღის პატარა ამბავს
შევიტან სახლში, ღია მრჩება ფანჯარა, კარი,
ლოგინზე მთვარე გადააფენს ცივ ტილოს საბანს,
და როგორც ლექსის დასაწყისი ამოდის ქარი.
1932
ჭადრაკის ქართველ ოსტატს
ვიქტორ გოგლიძეს77
შევხვდებით ერთმანეთს, ვხედავ რომ ჩალაგდა
ყოველი პაიკი შემტეველ რაზმებად,
და `მეფე~ ბრძოლების განწირულ ალაგთან
თანდათან შებოჭეს რკინების თასმებმა.
ვსაუბრობთ… მე ვფიქრობ: _ ნეტა რას ჩაწერდა
და ვხედავ თვალებში შუქია ნეტარი, _
ვხედავ, რომ ჭადრაკის ეშმაკურ ფაცერთან
უღონოდ ღანღალობს შავების მხედარი.
გადავალთ ლექსებზე, ჩემს შრომის მაგიდას
დღეს დარჩა ნამტვრევად დაყრილი ბწკარები.
შენ მაგარ ოსტატის სახელი გაგიტანს,
მე _ ჩემი ფიქრების გაშლილი კარები.
არ ვიცი რად არი ასეთი მარტივი
შეხვედრა, ღიმილი _ შენთან რომ მოვედი,
ასეა პირველი ქართული პარტიის
და ჩემთვის ნამდვილი ბრძოლების პოეტი.
შენ უკვე გაიგე, რა არის ძილის წინ
უეცრად შეხტომა, კაცს რომ არ აძინებს,
შენ უკვე გაიგე მკაცრია თბილისი
და თავის არჩეულს თვალს არ მოაცილებს.
ეს მკაცრი ბრძანება ხშირად დაძლეულა,
ჰო, მაგრამ რჩეულებს მშვიდობა მოგვტაცეს,
არავის არ ძინავს ისე აბნეულად, _
როგორც რომ ლექსის და ჭადრაკის ოსტატებს.
1932
როგორც აფრის ტკაცუნი
მაინც რად მინდა მეტი დასტური
გარდა იმისა, რომ დილა მეხნა,
ვარ როგორც ღვინო ალადასტური,
და მიხარია ფათური ქვეყნად.
მორთმეულია სამყარო გობით,
მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა,
და ყოველ ყვავილს, ვარსკვლავს და კოპიტს
ჩემი ლექსისთვის მართებს მადლობა.
ამართულია სოველ ქვიშიდან
ცამდე კრიალა შუშის კედელი;
და მე არ ვიცი, რაღა მიშლიდა
მეთქვა სიმღერა განუწყვეტელი:
როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.
როგორც ფართო ჭადართან
ჩეროების ჯერი,
ისე ჩუმად ჩატარდა
ჩემი ლექსი ბევრი.
და ქცეული სურათად
სიტყვა, ყველა ბგერა,
მიწაზე მიცურავდა
დამწიფებულ ქერად.
ბოსტნების დასანაგვად,
მოუთიბავ მოლად,
ბალახის ამხანაგად
და ომბალოს ტოლად.
ახლა, როცა ტკაცუნი
აფრის მესმის ზღვიდან,
ასეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.
მინდა სიტყვის თარეში
ჩემი ყველამ ნახოს,
ხევსურების ფარეხში,
ჩანჩქერების ახლოს,
მინდა მიწას მარჩენალს
ჰქონდეს მშვიდი ძილი;
ჰგავდეს ვაჟის გაჩენას,
მზის ამოსვლას დილით.
როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.
1932
ლექსებიდან: `ლირიკული მისამართები~
ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია _ და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორც გელი
ჩემი თვალები უკეთესი საბუთებია.
ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წუთის ცეტობა
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა
ეს ყველაფერი სანატრელო შენი დაღია.
მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა
გამოჩნდი იმ დროს _ იჭვები რომ მებადებიან
ნუ გეშინია ჩემო კარგო თმაში ჭაღარა
ეს სინათლეა სიყვარულს რომ შემატებია.
ოცდა ჩვიდმეტი წელიწადი ისე გაცურდა
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან.
იყავი ჩემთან გამტანელთან და ვაჟკაცურთან
ამ დიდ დღეებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.
ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება
საშინელია როგორც ომის მოახლოება
საშინელი, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება.
1932
ორი ნამლევა
წიგნიდან `ლირიკული ზაფხული~
საქართველოში
(ნეტარი მღელვარება)
ჳ
სოველი ბარის სიგრილე
და ჩეროები რბილი,
დილა, ბარისთვის მიგვრილი,
მისდევს ბალახის ბილიკს.
გედების დასტა მიაპობს
ოქროს ზეთიან ჰაერს,
და ეს შრიალი მიამბობს
ჯერ წაუკითხავ შაირს.
ნელა მისცურავს მდინარე
მიწაც მისცურავს ნელა;
ნეტა ჩემს გარდა ვინ არი,
რომ ასე ჩუმად ღელავს.
ჳჳ
წმინდაა ზეცა, მიწა გრილია
პატარა ჩერო ადგია ეზოს,
ხეები ჩუმად თავდახრილია
ვარ ბედნიერი და უმიზეზო.
მე თითქოს თვალით ბავშობას ვხედავ,
მე თითქოს ვუსმენ ბავშობის წუთებს
ასე მგონია მოვა ეს ხე და
მკერდში ძმასავით მე ჩამიხუტებს.
მგონია თითქოს ქვეყანა მთელი
არის პატარა მესკიას78 ფუძე,
ასე მგონია, ნიავი ნელი
როგორც ბულბული შეფრინდა ქუდზე.
წმინდაა ზეცა, მიწა გრილია,
პატარა ჩერო ადგია ეზოს,
ხეები ჩუმად თავდახრილია,
ვარ ბედნიერი და უმიზეზო.
1933
აფთიაკარი
როცა ჩამოდის მამა,
ჩამოაქვს სურნელი ძვირფასი ერთი,
ჩამოაქვს ვაჟკაცს ლამაზს
უბრალო სუნი პიტნის წვეთის.
აზიურ ზამთრის კალოშს
უდის წამლის სუნი,
და ჩემს ოთახში გალობს
წამლების კეთების წკარაწკუნი.
სოკრატის79 თავი
და თეთრი ბინტი
აცურდებიან უეცრად
და ჩემი ფიქრი იქითკენ მიდის,
როდესაც ჩემთვის
პირველად
ყვავილი უნდა აეცრად.
და თითქოს მამა
ჩემს ოთახში უნდა ეძებდეს
რამე შენაძენს, რომ მხნეობა
შვილის შეაქოს,
მაგრამ მოითხოვს
უეჭველად ყველა რეცეპტებს
და გააჩაღებს ლათინურ სააფთიაქოს.
რა ტკბილი არი
ჩემთვის მისი,
`ქვანტუმ სატისი80~.
დაისვამს მუხლზე
შვილიშვილს და დაუწყებს ბოხად:
`ეს რად გჭიროდა,
გაცივება ხშირი რად იცი~
და ბავშიც ყნოსავს
მის იოდით გაჟღენთილ ჩოხას.
სიტყვას არ იტყვის,
რომ აკლია ჩითი, შაქარი,
სწუხს რომ წამლების
შოვნა უჭირდა,
დასტირის წამლებს
ლირიკული აფთიაქარი,
გამოკვეთილი გარეგნობით
თითქოს თუჯიდან.
1933
სამასი არგვეთელი
მწერდა მეგობარი ძველი:
`ცალი ფეხით ვდგავარ კუბოში,
ათი წელიწადი გელი,
ერთხელ მაინც ჩამოდი წყალტუბოში.
დაგხვდები ნამეტან კარგად,
ალბათ
კიდეც დავითვრები,
ხომ გახსოვს ტყემალში ფარგა81
და ხორკლიანი კიტრები~.
პოეტი ამაყი კაცია,
ჰაერში აშენებს ხეხილს,
არ იცის _
ნალბანდს რა აცვია,
არც შემოსავალი გლეხის.
საკამათოა ეს საგანი
დაღად მოჭრილი ქვაზე…
მივქროდი ახალ მანქანით
ახალ წყალტუბოს გზაზე.
ხეები ჯარად მიდიან,
შორს _ თოვლის მთები
დგანან ოცნებით,
თითქოს ჰაერში ჰკიდია
მიტკალის პირსახოცები.
მივედი _ გაგიხარიან,
გულთბილად დამხვდნენ ძალიან,
ეზოში ერთი ხარია,
მარტო ტყავი და ძვალია.
უცბად საჯარო პატივი
(სიამოვნებით ჩავებით),
მომჩერებოდნენ ხატივით
წყალტუბოს ნათესავები.
აგვაღო დაღი სიმძიმის
საღამომ კარგად გაშლილმა,
ხალხი დაგვხოცა სიცილით
ექიმმა მიშა იაშვილმა82.
წ წ წ
`ჩემი აწ სცანით ყოველმან,
მას ვაქებ ვინცა მიქია,
მისი სახელი შეფარვით
ქვემორე მითქვამს მიქია…~
შევხედე უკვე განდაგან
დგას ინჟინერი ჯიქია83.
მომიხმო დაბალ ღობესთან
ნელი ნაბიჯით უბრისად,
შევატყვე იმას მობეზრდა
ატორტმანება სუფრისა.
დიდი ხანია მჯეროდა
იმისი უეჭველობა,
ჩუმი ოდიშურ კილოთი
დაიწყო ჩემთან მსჯელობა.
` _ გული ფიქრებით შესივდა,
ფიქრებმა სულ დამარბია:
მუშები რიონჰესიდან
როგორც არჩვები გარბიან.
სამასი კაცი კმაროდა
გვირაბის გასათავებლად…~
(ბრწყინავდა ზეცის თაროდან
ვარსკვლავი ოქროს თაველა).
უეცრად მითხრა: ` _ მშვიდობით,
მშენებლობაზე მელიან,
ჩემთვის სამასი მუშა დღეს
სამასი არაგველია~.
აზრებს შევუშვი სადავე,
წავიდნენ ვერცხლის ღარითა,
გამოვერკვიე, გადავეც:
` _ ვარ ჭიათურის მხარიდან.
სამასი კაცი? ბაშუსტა!
არ მოგეჩვენოს არაკად
მგონია ჯერ არ დასუსტდა
ზემოურების ბარაქა~.
პასუხი იყო ნაკვეთი
და მშვიდი როგორც მთვარეა.
` _ მაშ ვნახოთ შენი არგვეთი
როგორი მოსახმარია~.
ვიცოდე მათი პატივი,
მანქანა ვეღარ შეკავდა.
მთვარე კი თეთრი ბატივით
ცაში ვარსკვლავებს კენკავდა.
დილა გათენდა, დამადგა
მზის სხივი ათი მტკაველა
და ისევ მიდევს გამაკთან
გაშლილი `ვაჟა-ფშაველა~.
მზემ მოგვაშვირა მილები
და მდუღარებას გზავნიდა,
თბებოდნენ დავრდომილები
წყალტუბოს აბაზანიდან.
მივდივარ, ცურავს ბაკებზე
შრიალი ჩემი ლექსისა,
ხალხი მეძახის _ `დაგეძებს
უფროსი რიონჰესისა~.
აგერ ნაცნობი მანქანა,
ჯერ სალამიც ვერ მითქვია,
უკვე ამართულ ნაგანად
დგას ინჟინერი ჯიქია.
ვერ მოვასწარი ტანზე გადაცმა,
არც ჩემოდანი და არც ქუდია _
მხოლოდ ეს მითხრა მედგარმა კაცმა
`მატარებლამდე _ ოცი წუთია!~
ცას გადაეკრა სილურჯე ბაცი,
მიჰქრის მანქანა და მესმის მხოლოდ.
`სამასი კაცი
სამასი კაცი
სამასი კაცი
ჩემო პაოლო!~
მეც ამ სიჩქარეს კარგად ვუძელი
და მეტყობოდა კიდეც გმირობა,
ვაგონში მომცა ხუთი ფურცელი,
ხელშეკრულების ხუთი პირობა.
მატარებელი ნელა წავიდა,
ხელშეკრულება გავშალე ნდობით,
თითქოს ძვირფასი წიგნსაცავიდან
გამომატანეს რჩეული ტომი.
ფეხზე მაცვია მუშის წუღები,
სხეულში დიდზე დიდი ღონეა
და საღორიის დიდი მუხები
უკვე სამასი მუშა მგონია.
1933
ზღაპარი
აივნის წინ, ჭიხვინებს რაში,
გამოდის ვაჟი, და იმის მზერას
კიდევ გონია, თუ ფანჯარაში
მაღალ კოშკიდან პირიმზე ზვერავს;
ვისრამიანის ზღაპრათ ელვარებს
მას, რაც სანუკველ ანდერძათ დარჩა,
რომ უმზერს მაღალ მთების მწვერვალებს,
რომ ესიზმრება ზღვის ლურჯი ფარჩა.
მაგრამ სიბერემ ხელი შეახო,
ტირის მერცხალი მოწყვეტილ ბუდეს
და უმზერს შორით ყანების ახლო
ხავსიან ქოხის სხვენსა და ზღუდეს
განმარტოებულს ბევრჯელ უქია
ხავერდის მოლზე კოკით გარება,
მაგრამ ეწვია ნაცარქექია
თეთრი ზამთარი, ტკბილი მთქნარება.
ყარამანიანს საყვარელ ამბათ
მოყვება სანამ ცეცხლი ენთება,
დახურავს სარკმელს, გარეთ თოვს ბამბათ
და მაღალ კოშკში ჩაეყვინთება.
- 10. 34
საკუთარ თავს
დაჯექ, დაწერე, დახატე,
რითაც ცხოვრება ივსება,
მიეც დამშეულ ქაღალდებს
საშვილიშვილო თვისება.
გარეშე საქმეს გადარჩი,
მან ხალხი გააგულისა,
გასინჯე ცეცხლის ღადარში
სიმაგრე ლექსად თქმულისა,
ვერ ნახო სიტყვის გარეშე
სხვა მოწოდება მაღალი,
ჰანგებით იანგარიშე
ცხოვრების აყალმაყალი.
სიტყვა ტოლია ისართა,
მიზანში მოეკიდება,
დაწერე როგორ იზარდა
ჩვენი თაობის დიდება.
როგორ უშენდა სიმარდით
ლიახვს გამართულ ანკესებს,
როგორ აივსო სიმართლით
ღარიბ ოჯახის ჰანგებზე.
დაწერე მტერთა ბანაკზე
და სიხარულზე მიწისა,
ანდა პოემა განაგრძე
დახვრეტილ ჯაფარიძისა.
უნდა თქვა ხმა საკახეთო,
მისი ველები გელიან,
ან ახალ თვალით გახედო
მურძაყან დადეშქელიანს84.
რად იყო დასატანჯავი
დიდი წოდების პატრონი,
რისთვის გააპო ხანჯალით
რუსეთის გუბერნატორი.
დაჯექ, დაწერე, დახატე
შენთვის ულუფად ნაწესი,
ახალ თქმულებად გახადე
ამბავი სააკაძესი85.
ეძგერე გულგამწარებით
მას, ვინც სხვა ფიქრით გართულა,
ბადალ, თანატოლ პწკარებით
გვითხარ პუშკინი ქართულად.
ხალხი გელის და ფარულად
გაძლევს გაკვეთილს ვადიანს,
მას შენი სიტყვის მარულა
თვალგატაცებით სწადია.
დახედე, როგორ იხაროს
დამწყვდეულ სიტყვის აშვებით,
ვარდებად გადმოგიყაროს
დამზადებული ტაშები.
დაჯექ, დაწერე, დახატე,
რაც ბუნებაში გელექსა,
მიეცი სარჩო არხვატელ
ფანდურზე კარგა მთქმელებსა.
ბუნებამ რომ დაარწიოს
შენი უბადლო ხელობა,
და რომ სიმღერამ გასწიოს
დროშების მაგიერობა.
რომ ლამაზ თქმაში გაშოლტო,
რაც დარჩა გულის შიგნითა,
რომ ამაყობდეს სამშობლო
შენი მდიდარი წიგნითა.
ვინც ერთგულ მიწას მსახურობს,
წიგნს ეცეს თვალგამალებით,
რომ შემდეგ ტკბილად დახუროს,
როგორც ძილისთვის თვალები.
და როცა წადილს ერგები,
წრე გაიშლება განდაგან,
შენც ხალხში დაინერგები
დაუმარცხებელ ქანდაკად.
მტერს კი დარჩება სახადად
ძახილი დაუცხრომელი:
დაჯდა, დაწერა, დახატა,
და მოკვდა, როგორც მშრომელი.
1934
დებედაჩაის ღამე
სავსე მნათობმა,
როგორც გართობა,
ისე გასტოპა
ვარსკვლავთ ჩქერები.
და შუაღამის მყუდრო მხატვრობა
გაახალისა ვერცხლის ფერებით.
ნელი შერხევა
იწყეს ვერხვებმა,
შუქს ეხერხება
მათთან თამაში,
დიდი სიჩუმე უხმო მეხებად
ჩაბუდებულა კლდის აკლდამაში.
სივრცე მედგარი
გახდა ნეტარი.
მესამედ არი _
ჰყივის მამალი,
და სილამაზის სულით შემთბარი
ჯერ გართულია ძილში ტრამალი.
დილამ ზეციდან
სხივი შეგვძინა
და ჩაეცინა
თითქოს ქვეყანას,
როს ჩემ მაგიერ ტკბილად ეძინა
მონადირეთა დაღალულ ბანაკს.
ფიქრში წასული,
შემოგარსული
მოვსწყდი სასთუმალს
სხივივით ჩქარი.
ვხედავ, მასპინძელ თურქის ასულმა
უკვე განთიადს გაუღო კარი.
შემომაცქერდა,
გული აძგერდა,
როგორც ასკერთა86
ბრძოლაში მიწა,
შებრუნდა, როგორც თევზი ფაცერთან,
და მოშრიალე ჭილობზე მიწვა.
რა მექნა განა?
მთელი ქვეყანა
ულხინეს ნანას
წარმოადგენდა…
და გადავძახე მძინარე ბანაკს:
ამხანაგებო! უკვე გათენდა!
1934
სამგორისათვის
მე ვარ მოსკოვში და დავიწყე პირველ დღესავე
საქმე დამჭერი იოტამდე ჩემი აზრისა,
ასე გადიან სამუშაოდ, როცა სთესავენ,
ან თუ წერაქვმა ცხელი რკინის ზოდი დასრისა.
ჩვიდმეტი წელი, პოეზიის ერთი მედგარი,
სიჭაბუკეში ქართულ ლექსის ერთი არსენა,
ახლა ორმოცი წელიწადის ზღვარზე შემდგარი
სამგორის დარდმა, სამგორის ხმამ არ მომასვენა.
იყო ტკივილი, იყო ეჭვი, ხშირად შებინდდა,
მეტიჩრობაში ვამტყუნებდი ჩემს თავს ადვილად,
მაგრამ დასტურმა დიდ მოსკოვის დეპეშებიდან
უიმედობის მოფიქრებაც გააბათილა.
დიდი სამგორი, ულხინესი ჩემი ნატრული,
ახალი მიწა და ედემი ერთის გახედვით,
უფრო ლამაზი, ვიდრე ყველა სიტყვა მხატვრული,
და გულზვიადი ისე როგრც მთელი კახეთი…
იდგენ ხეები, ამაყურად, ტოტის დარხევით,
ყვავილთ სურნელი ასქელებდა ვარდისფერ ჰავას,
და მთელი მიწა დასერილი დინჯი არხებით
მოსავალს სდგამდა პოხიერი ხორბალის ხვავად.
მაგრამ ომებმა გადატრუსა ცხელი კეცივით,
გაუხმა ქერქი ძველ სამგორის მიწას იშვიათს;
ახლა, ჩიტებო, თქვენ ერთმანეთს ცივად შეჰწივით,
ცვარი გწყურიათ, ფეტვის წვრილი მარცვლები გშიათ.
შენ დაგიჯაბნეს დღით ეკლებმა, ღამით ტურებმა
ყოველი კაცი შენ უდაბნოს ბერი გგონია,
და ისტორიის საშინელი უბედურება
შენს გამხმარ მკერდში განაჩენად ჩაგიკონია.
მაგრამ ხომ გესმის შენს გარშემო როგორ ფათურობს
გაცოცხლებული საქართველოს ახალი ძალა,
შენმა იორმა ახლა უნდა დაგიდასტუროს,
რომ დაფიტული საძირკველი გამოგეცალა.
უკვე გადაწყდა! გაცოცხლდება შენი მთა-ველი,
აღსდექი მიწავ, უხვიანი მოგვეცი კვება,
სამი წლის შემდეგ თვითეული შენი მტკაველი
ყანებს და ბაღებს, მდიდარ ბოსტნებს დაუთმონ ქვებმა!
სიონის კაშხალს შენთვის წყალი არ ეზოგება,
მარტყოფის სადგურს ელექტრონის ძალის მოცემა,
აგაფერადონ, გაგამდიდრონ ცხვართა ჯოგებმა,
გეგმის ჩარჩოში აღდგენილო ჩემო ოცნებავ!
1934
ზემოური რთველი
ჯერ სოფელში კიდევ თბილა,
თუმცა მთები დაირთვილა,
და ცაც უფრო მუქი გახდა;
გზაზე მოდის ჩემი კბილა
და ღიღინებს ისე ტკბილად,
თითქოს ნატვრა გაინაღდა.
მიდის, ჩადის სავსე ზვარში,
მეზობლებთან მხარი-მხარში
მიაშურებს ფერად მტევნებს;
სამალაბა90 მკლავებს გაშლის,
გადააგდებს მტევანს ძარში
და სიმღერას დაადევნებს.
დიდი ძარი წარამარა
შეანათებს სოფლის მარანს;
საწნეხელიც აკრიალდა;
უკვე დილის იჯრად კმარა,
რაც სიმდიდრით დაიფარა
მისი ღრმა და უხვი კალთა.
ბავშმა წყალი მოიტანა
და გაჩაღდა ფეხის ბანა,
მხიარული ყურძნის სრესვა,
აღუღუნდა წვენი თანაც…
ყავრის ჭერში ოქროს დანა
გაურჭვია დილის მზესა.
მზეა, ქარიც… ფიცხი ჩალა
ნაფუზარში აიშალა,
მიეხვეტა ყანის ღობეს;
ავსებულა ჯოგით ჭალა
და მწყემსები ხმა წკრიალა
გვრიტს ესვრიან ფილთა თოფებს.
განგაშშია რთველის ალო,
ტაროებით ბრწყინავს კალო
და ქალები სხედან განად…
`აბა ერთი, ჩორთას ქალო,
შენი სულის სამოწყალოდ,
წამოიწყე იავნანა~…
და გაისმის სოფლის ველად
ნანინა და ოროველა
ჩანგურული კილოს ხმაზე…
უკვე რაჭის მთებში ბნელა,
მთვარე _ ძროხის ერთი წველა
დევს პერანგას91 ქიმის ჯამზე.
1934
კოლხიდის პირველ მოსახლეს
ნესტის, გვიმრის და თქეშის უდაბნოს
და შმორის ნისლში მძინარე ფართობს,
სადაც ფუტკარი არის უთაფლო,
ვერ ხარობს წყარო, ვერც ვარდი ვარდობს.
სადაც წურბელს და დათენთილ უნასს
თბილ ტბორებში აქვთ ბინა საერთო;
სადაც ყვავილებს ციება ღუნავს,
ბულბულს არ ძალუძს ეშხით გაერთოს.
ცხენი ვერ აპობს აზელილ ტლაპოს,
მდუღარე საპონს ჰგავს ტბორზე ტბორი;
სადაც რიონის გაშლილ კალაპოტს
დახრჩობილივით მოჰყვება მორი.
სად სიხარული არის საბრალო
და ტკბილი სიტყვაც თითქოს შურია,
სახე ყვითელი და მოზაფრანო
და თითქოს გულიც მოხარშულია.
ჩამოაშორეს, ჩამოაცილეს
ეს სასიკვდილო ნისლების ფარდა,
და ახლა ხალხი გაინაწილებს
აფერადებულ დაბლობის ფარდაგს.
ვხედავ დასახლდა პირველი გლეხი
და ცას შეჰხარის პირველი კვამლი,
ვხედავ სხივებში შეხიზნულ ხეხილს,
მესმის ყივილი კოლხიდის მამლის…
სალამი შენდა, პირველად ვინც რომ
ამოაშენა თბილი აგური,
და დაივიწყე ის ყრუ და ვიწრო
სოფლის ადათი მამაპაპური.
დასტოვე ზემო ოდიშის წყარო,
ან რაჭულ კერის თბილი ღადარი,
ახალ კოლხიდის მიწაზე ხარობ,
ვით მოქალაქე და ბინადარი.
მზე და სამშობლო გაწვდიან საშველს,
შენ კოღოები ვეღარ დაგღლიან,
ფორთოხლის სუნი უდის შენს ბავშვებს
და შენი ეზოც ოქროს ბაღია.
შენ მარტო არ ხარ, იცი აშკარად
აგებენ ჭიშკრებს, ჭიშკრებს აღებენ:
და მოსულები ახალ ლაშქარად
შენს მეზობლობას იტრაბახებენ.
1935
წინ, ესპანეთის გმირულო ხალხო!
შავი ღალატი მუხანათური
ესპანეთის ხალხს შემოპარვია,
და სისხლიანი ხელის ფათურით
მის ქალაქებში მტრები არიან!
მიწა ზრიალებს, ტყე იბუგება
და წამლის კვამლი ცას ეფინება.
გადაქცეულა საზარ შუქებად
გახშირებული ტყვიის დინება.
მაგრამ მონობა ხალხს არ ნდომია,
აღსდგა ერი და მიდის გმირული,
სადაც ცეცხლია, სადაც ომია
და ტყვიის წვიმა კოკისპირული.
ნაბიჯის შეშლა, ოდნავი ხათრიც
და უკვე ბედი დაკარგულია:
ამხანაგებო! დახედეთ მადრიდს,
ის მთელი ერის რკინის გულია.
მტრების გვამები მაღალ ზვინებად
მის მიდამოებს შემოჰფენია!..
უკანასკნელი გულმოდგინება
და ესპანეთი ისევ თქვენია.
მიხედეთ ბავშებს, მათი აკვანი
სისხლის მორევში ატორტმანდება,
და სამუდამო ციხის საკანი
მათ გადააქცევთ მშიერ ლანდებად.
ცოლებს მიხედეთ _ ბატონს დარჩება
მათი ქალური პატიოსნება…
ხვალ სიხარული, დღეს გამარჯვება!
აი, ქართველი მგოსნის ოცნება.
და ეს ოცნებაც მოვიდა ახლო,
და შენ სხივებად გადმოგეყარა:
წინ, ესპანეთის გმირულო ხალხო!
და საყვარელო ჩემო ქვეყანა!
წინ! ასტურიის92 გმირთა გმირებო,
ვინც დამონებას ვერ შეეთვისა,
ცოლ დამშეულო, შვილ ნატირებო,
ყველა ჩაგრულო ესპანეთისა!
დაუბრუნდებით შეჩვეულ ბინებს,
წამოგიძღვებათ დროშა გაშლილი,
და აღტაცებით მიიღებს გმირებს
კეთილშობილი ჩვენი კავშირი.
სოფ. არგვეთი,
აგვისტო, 1936
გაზაფხული
ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.
ცეცხლანთებული როცა მოკეცა
ელვების ფარჩა და გაქრა წამსვე,
ცისარტყელებით მოქარგა ზეცა
ჭექა-ქუხილის სიმღერით სავსე.
ველზე ყვავილთა ზვირთებში ვუმზერ
როდესაც დილამ გაჰფანტა ნისლი,
ანთებულ ცისკრის ლურჯ აბრეშუმზე
იისფერ სხივებს შორიდან ისვრის.
ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოჰფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.
[ანასტასია წერეთელს99]
აჰა, გვეღირსა თქვენი დანახვა,
ვისი `ჯეჯილიც~ გულს გვიხარებდა;
ვინც იყო ჩვენი დედა-აღმზრდელი
და ჩვენს სამშობლოს ვინც გვაყვარებდა.
ვიზრდებით თქვენი ნორჩი შვილები
და რომ ვაჟკაცად დავგვირგვინდებით,
მაშინ აღმზრდელო, თქვენი სიტყვებით
ტანჯულებს მსხვერპლად მოვევლინებით.
1909
სამეგრელოს ასულს
მე ყველასათვის მსურს სიხარული,
ხალისი, ლხინი, ბედნიერება!
ლხინში იზრდება და იფურჩქნება
ყოვლად ძლიერი მშვენიერება.
და სამეგრელოს ტურფა ასულსა
ვუსურვებ მხოლოდ მზიურ ხალისსა.
ვიცი, რომ ლხენა არი სურვილი
და მისწრაფება ყველა ქალისა.
[ქუთაისი. დეკემბერი. 1914]
უეცარი ლექსი _ პოლონეთს
ზღაპრული ხალხი! გრძნეული ერი!
აქ პოლონეთი _ წმიდა მხარეა!
თქვენ გითენდებათ დღე ბედნიერი,
და თქვენთან ერთად ჩვენც გვიხარია.
მიცკევიჩის101 რაშს არ უძნელდება
ნახვა სწორის და გაწმენდილ გზისა,
და სლოვაცკისთვის102 არ დაბნელდება,
თუ მოხვდა დროშას ისარი მზისა.
როგორც შოპენი103, თქვენთვის დამწვარი,
ისე ნაზია დღეს თქვენთან გული.
და თქვენს ზეიმში ჩვენი ხმაც არი,
თქვენის დიდებით აღელვებული.
გვსურს ვიამაყოთ ძველ სახელებით
და ახალ სისხლით ვნამოთ ყანები,
მწარე იარებს ნაზი ხელებით
დაგვიამებენ თეთრი პანნები.
და როს თქვენს გვირგვინს, ერის სამკაულს,
შემოეხვევა მწუხარე თალხი,
ძველი ვარშავის დიდ დღესასწაულს,
ჩვენ ისე ვიგრძნობთ, ვით თქვენი ხალხი.
ქართველი ერი და პოლონეთი: _
ორი გვირგვინი და ორი კვნესა!
ჩვენ გვაწვალებდა ოცნება ერთი,
და ჩვენ მოველით ერთნაირ მზესა.
ჩვენ ერთად ველით და მალე გვინდა
ახალი მორთვა მზით მთა-ველისა!
ამაყო ძმებო! სალამი წმიდა!
სალამი გრძნეულ რუსთაველისა!
1917
ოფორტი
დავით კლდიაშვილს104
შენში გაცოცხლდა იმერეთი თავის მაჭრებით,
მე ვუმზერ ბოსტნებს, ვიწრო შარებს, შეშის ბოგირებს.
აგერ ირინე მეწვრილმანეს აცდენს ვაჭრობით,
მღვდელი ზოსიმე დამშეულ ჯორს მიაბოგინებს.
თავლა და კალო, გალესილი ჩქარი ნამგალი,
ღობეში ღორი უღლიანი ღრიალებს მწარედ,
და სოლომანი, გაცრეცილი მხნე მაჭანკალი,
ჭიშკართან ყვირის: `მაინძელო; გამოდი გარეთ!~
1919
ქეთევან (მია) დადიანს105
გაზაფხულზე მიყვარს ია
და მაისი ანამწვანი,
ვინ სჯობია ტურფა მია,
თუ კეკლუცი ქეთევანი?
მე ორივეს ვეტრფი მარად,
ვუშლი ქუჩებს ვარდიანებს
და იცოდეთ, რომ ყოველთვის
მე ვადიდებ დადიანებს.
ჩემი გული ანატოკი
ამბობს: მუდამ გწამდეს ერი,
გწამდეს მუდამ მამა კოკი
და გიყვარდეს დედა მერი106.
1919_1920
ქუთაისი
პასუხად მრეწველების სუფრას
ჭიათურას ამერიკა
დასარბევად შეესია,
მაგრამ მაინც თქვენს სიმტკიცეს
ვერ გატეხავს კონცენსია107.
ქვის გაზიდვით ჰარიმანმა
იქნებ ბევრი შეიძინოს,
მაგრამ იგი ვერ გაზიდავს
ქართულ ლხინს და ქართულ ღვინოს.
გისურვებთ რომ კონცენსიას
მოდვათ მალე თქვენი კვანტი,
მაშინ კარგად გვაქეიფებს
ჩვენი საშას `ორიანტი~.
1920
რესტორანი `ორიანტი~
ტიციანისა და ნინოს ჭინკას
თუ მარტოობა მეტად გვაწვალებს
და როცა ღამე ტირის და ღელავს,
ვიგონებთ ჭინკას პატარა თვალებს
და ვეხარბებით თავადურ თელავს.
ჩვენი იმედი და ჩვენი ბავში,
ისე მარტოა და ნათმენია,
თითქოს ზამბახი აგდია ნავში,
და თითქოს ზამბახს რაღაც სწყენია.
ჩვენ მოგონების გვაწუხებს სევდა,
კოცნა დიდხანს არ მიგვიტანია,
ჩვენ დავატყვევეთ თბილისში დედა
და ჭინკას სევდა ნამეტანია.
პოეტ ნათლიას ჭინკას თვალები,
უნდა დაკოცნოს პატარა ხელიც,
მზად მაქვს პატარა მარგალიტები
და ჩემს ინფანტას ყოველდღე ველი.
1921
წითელ საქართველოს
აზიის კარო! ფერად ბაღებით,
ლურჯი თაღებით ხარ დაფარული!
ხარობს გმირული ბაირაღებით
შენი წარსული ლეგენდარული!
არ გაშინებდა ბილწი მონობა,
მზემ მოგაფინა ოქროს ფარჩები;
შენ არ გინდოდა სხვის პატრონობა:
თავისუფალი მუდამ დარჩები.
გათავდა ომი დაუდგრომელი,
ამოისუნთქე ახლა მოშვებით…
დღეს შენი ერი, მარად მშრომელი,
აზიას უძღვის წითელ დროშებით.
შენს ჯვაროსნობას ჩვენ ვეთანხმებით,
შენი გმირობით ვართ ავსებული,
მაშ ავაფეთქოთ ახალ ნაღმებით
ძველი ქვეყანა დახავსებული.
მზად არის თოფი! მზად არის ხმალი!
მტერებს ვეყოფით მარტო კბილებით.
დავაგვირგვინოთ ჩვენ მომავალი
წითელ რუსეთის დაძმობილებით.
აზიის კარო! ელავს ფერებით
შენი გვირგვინი და სამკაული!
მაშ გადიხადე ბედნიერებით
პირველ მაისის დღესასწაული!
1921
მოხეტიალე პიერო108
მოხეტიალე პიერო
ბავშვივით აგვიტირდება
და ნუგეშს სამაგიეროს
არავინ არ დაპირდება.
სადმე შაითან ბაზარში
მონახავს ფერად ბინასა,
შეიყვანს როგორც ტაძარში
ფერწასულ კოლომბინასა.
1922
ექსპრომტი ს. ჩიქოვანს109
(ქართველ ფუტურისტებს)
უწინ ლეკები, შმაგი ქისტები
თავზე ესხმოდენ კახეთის მდელოს,
დღეს კი ჭაბუკი ფუტურისტები
ანადგურებენ ძველ საქართველოს.
მაგრამ დგებიან ჩვენ წინ კითხვები,
სად არის ბრძოლის თავი და ბოლო?
პასუხად გვესმის ბენოს110 სიტყვები, _
`პოეზიაა მიმიკა მხოლოდ,
ამიტომ არ გვსურს ვწეროთ ლექსები
და ვეშურებით პიტნავას დუქანს
სჯობს მწვადი, ღვინო, მწიფე ნესვები
გიჟმაჟ პაოლოს, ტიციანს მსუქანს~.
არჩევანია სახელოვანი,
ჩვენ კი სიცოცხლეს კიდევ ვეცდებით
და მიხარია, რომ ჩიქოვანი
მე მანადგურებს მანიფესტებით.
1923
პიტნავას რესტორანი
კავშირში
ერთი ცუდი საქმე მოხდა:
გაბაშვილი112 _ ბერელაშვილს113
აღარ აძლევს არსად საშველს.
ამბობს: შენი ძაღლი კოხტა
როდის დაყრის ლეკვებს ნეტა,
ეხლა `ჯიპსი~ მომწონს მეტად,
უფრო მომდის ეხლა თვალში
და ნუ გჯერა ჩვენს ჟურნალში
რაც სიცრუე სთქვა `მიმოზამ114~,
უპასუხა გაიოზამ:
ჩემო ძმაო დამეხსენი
ლეკვი არ მყავს წასახედნი,
მაგრამ! შენი განცხადება
გულს მიღონებს და მაბეზრებს.
წადი ისევ მცხეთაში და
მოუარე შენს ნაგაზებს.
უმალ თოფსა შეველევი
და მოვიჭრი უმალ ნეკსა,
ვიდრე შენ და გულისაშვილს115
მე გაჩუქებთ `ჯიპსის~ ლეკვსა.
დაგვიღონდა ჩვენი იაშა,
დაემართა _ გულის დარდი,
და დალია იმ საღამოს
`კახეთია~ შვიდი კვარტი.
1925
პოეტ გიორგი ლეონიძის ასულებს116
მამათქვენი ლექსების სარდალია,
პოეტია, ოქროების მმართველი,
და სინდისით ისეთი მართალია,
როგორც ომში გაკვეთილი ქართველი.
ძველებურად მუდამ გულგაშლილია,
არი ძველი, ახალ კაცებს არა ჰგავს,
მისი ღერბი _ მისი ორი შვილია,
ჯანსაღი და მაგარ ჯიშის ბარაქა.
გაიზარდეთ! იყოს თქვენი მხლებელი
ყვავილები საქართველოს მიწისა,
კვირაობით ხალხის გამხარებლებო
ასულებო პოეტ ლეონიძისა!
1927
22 მარტი. თბილისი
მოწმობა
ექსპრომტი ანდრეი ბელის117 საღამოზე
ეძლევა ესე მოწმობის ცალი
`ჯაყოს ხიზნები~-ს და `კვაჭი~-ს ავტორს118,
რომ ის დავტოვეთ ვახშამზე ძალით
და ტიციანი მას ძალით ათრობს.
რომ დავამშვიდოთ იმისი ცოლი,
რომელიც მას და ვაჟიშვილს ელის
ალბათ იქნება არსენას ტოლი
და ნიჭით მსგავსი ანდრეი ბელლის…
1929 წ. 5 ივლისი
ტფილისი. გრიბოედოვის ქ. #18
შეხვედრა მოსკოვში
როცა ცხენები ყინვის მკვესავი
მოჰქროდენ თოვლზე მკერდებ შიშველი _
უეცრად შემხვდა ღამის მზესავით
ნამდვილი კოტე მარჯანიშვილი119.
საყვედურისთვის არ იყო მოცლა,
არც ვიგონებდით დამღალავ ჭორებს,
და ძველებურმა მხურვალე კოცნამ
გადაგვაჭედა ერთი მეორეს.
1931
ნოემბერი, მოსკოვი
გამოთხოვება შემოდგომამდე
ერთმანეთისთვის გაუგებარი,
ვიცი რომ ჩემში ვიღაც ამღერდა
ლექსებით მთქმელი და მაქებარი,
მე კიდევ მოვალ ლექსებით სავსე
და თუ არ გინდა პოეტის გლოვა,
შემოდგომამდე ნუ გამცვლი სხვაზე
და შენ ოთახში ნურავინ მოვა.
- ვჳჳჳ. 32
ტფილისი, ვარდის მოედანი 4
ტანიტ ტაბიძეს
ლამაზია სახით, ტანით
ჩამოთლილი ელვის დანით,
ცოცხალია როგორც წყარო
და ფრინველი გარეგანი,
მას შევხარი მთელი ჩემი
პოეზიის მოედანით,
ტაბიძეა _ ქალი გვარად,
და სახელად ჰქვია ტანიტ,
თუ აქამდე არ იცნობდით
ჩემი ლექსით გაიცანით.
- ხჳ. 33
თინას და ფისოს
ჩვენმა ფისომ ერთი ცუდი
საქმე ჩაიდინაო
დიდს ოთახში იატაკზე
თინას ჩაურბინაო.
თინა ამბობს, ვერ წამაქცევ
მუხა ვარ და რკინაო,
უცბად ვნახოთ ძირს დაეცა
ჩვენი მუხა თინაო.
ფისომ თინას სტაცა ხელი
კიდევ დააწვინაო,
ეს ამბავი ჩვენმა თინამ
ძალიან იწყინაო.
დაჯდა თავის ლოგინზედა
ცრემლი დაედინაო,
ერთი ძია შემოვიდა
თინა გააცინაო,
შოკოლადი რომ დაპირდა
აღარ სტირის თინაო.
ფისოს უთხრა აბა მოდი
აბა ვინ ვარ ვინაო,
ფისომ სტაცა რკინას ხელი
სულ შეიძრა ბინაო,
ფისოს ისე მაგრა დასცხა
ბოლი გაადინაო,
მაგრამ ფისოს არ სწყენია
კიდეც გაიცინაო.
შემდეგ დები შევარიგეთ
სუფრაც გაიფინაო
დიდი ლხინი გაიმართა
არავის ეძინაო.
ერთი ფუთი შოკოლადი
მამამ გააჩინაო,
ერთმა ძიამ მოიტანა
ასი მანდარინაო.
მეც იმ ლხინზე დამპატიჟეს
ვიმღერე ნანინაო.
დილით მზე რომ ამოვიდა
გამისტუმრეს შინაო,
ლოგინი რომ ვერ მოვნახე
ქვაზე დამეძინაო.
- ვ. 34
ტფილისი,
თინას და ფისოს ბინა
(ფისო) ნესტან ლეონიძეს _
მისი პატარა მეგობარისაგან
ერთს ბავშვს ფისო ლეონიძე
უყვარს, უყვარს ძალიან
თუ ის არის ფისოს გვერდით
სხვისთვის აღარ სცალია.
იგი იცნობს ფისო _ ნესტანს
ათი წელიწადია,
მასთან ერთად აგარაკზე
გამგზავრება სწადია.
იგი ხვდება თავის ფისოს
საღამო _ და დილითა,
ცელქობენ და თამაშობენ
კვდებიან სიცილითა.
ხშირად კიდეც ჭიდაობენ,
ჩიტებივით მღერიან,
მათი ძველი მეგობრობა
დღესაც მშვენიერია.
ფისოსათვის მისი გული
დღე და ღამე შლილია,
ვინ არის ეს კარგი ბავშვი _
ის პ. იაშვილია.
თუმცა მისი თმა და წვერი
თეთრად შეღებილია.
- ვჳ. 34
ტფილისი
[ნატა ვაჩნაძეს120]
წ წ წ
ქალი დავინახე, თვალში მომანათა
მწუხარება მქონდა, უცბად გამეფანტა.
ვინ არის ეს ქალი? ვაჩნაძეა ნატა,
ნეტავ რამ დაბადა მშვენიერი ასე.
1935
[ქეთუსია მესხიშვილს]
წ წ წ
[ 1. ]
გტჰტვტყხბდფ ცელმ,ფ=
ბ ბპვტყხბდ ‘ნჯნ ცდტნ _
დს ნტგტჰმ ;ტყფ ვბყბცნჰფ=
ძ დკ.,კ/ყყსქ დ დფც გჯ’ნ\
ძ პფ,სკ= პფ,სკ ყტყფცნმტ=
ჶკს,ფტნცზ ცტჰუფ=
ხტნდტჰუბ ლფ.ნ ვყტ ცხფცნმტ=
დს _ წფჰბწფ ხტნდტჰუფ\
წ წ წ
[ 2. ]
ლდფ ხტნდტჰუფ [ჯლბკ ,ტპ წტკბ
ბ ჯლბყჯრბვ გჰჯ[ჯლბკ
ბ ნჯკმრჯ ულტ-ნჯ ნბ[ჯ გტკბ
<კფუჯე[ფყბზ რფლბკ\
ბ ნჯკმრჯ ჰფპ= ვტკმრჯვ ც ნჰფვდფზ=
ჶკს,რე ,ჰჯცბკბ დს ვყტ
ბ ლფ;ტ ყტ;ყჯცნმ უჯჰყჯცნფზ
ღჯ ვყტ კფცრფკფცმ დ ნბიბყტ\
[გ. საგანელს122]
ლექსის წერა შეგაყვარეს
პოეზია გაფიცეს,
დედას ვფიცავ, თუ არ ჯობდე
გალაკტიონ ტაბიძეს123.
[კორნეი ჩუკოვსკის124]
წ წ წ
ღფრჯტ ხელყჯტ ცჯცტლცნდჯ=
ჵლტცმ <ტკსქ= <კჯრ ბ გფცნტჰყფრ125\
ძ ჰზლჯვ პფყბვფ. ვტცნჯ=
ღფრ ჯხფჰჯდფყყსქ გჰჯცნფრ\
გტჰტდჯ;ე დფვ ‘ნბ ცნჰჯხრბ
ჱფ ყტცჰფდყტყყსქ ჰეცცრბქ კფლ _
გჯ’ნ ვჯტქ კ.,ბვჯქ ლჯხრბ=
ფ ლკზ ვტყზ _ დტცმ კტყბყუჰფლ\
[მოწაფეთა წვეულებაზე]
[ 1. ]
ნტ,ტ ვჯზ კ.,ჯდმ ბ დტჰფ
ჟ= ცტჰლწტ გკფვტყტვ უჯჰბნ!
ნს ვყტ გჰბცკფკფ ცნბ[ <ჯლკტჰფ
ბ ‘ნჯ დც/ ვყტ უჯდჯჰბნ!
[ 2. ]
ასულო, აღზრდილო ბესიკის126 ბაღში
რა გვინდა, მტვრიან, მძიმე ოთახში.
წავიდეთ, მოვძებნოთ ჩვენც მწვანე ბაღები,
იქ შენი სინაზით მე დავიდაღები;
იქ ერთად გვიყვარდეს ბესიკის შაირი,
მუდამ მოთამაშე, მუდამ სხვანაირი.
[პოლკოვნიკ მუხრანსკის]
გჯცნეგჯრ ლტჰპრბქ=
გჯცნეგჯრ [ფვცრბქ=
ჶ ლტყბრბყფ ცკე;ბკ
ღყზპმ ვე[ჰფყცრბქ\
[შალვა დადიანს127]
ამ ჩვენ შალვა დადიანმა
თუმცა ბევრი გვაურვა,
მაგრამ მაინც გაგვიჩინა
მშვენიერი ყაურმა.
[ოლია სვანიშვილს]
ფყუჯჰცრჯქ რჯირბ ლბრბქ დპუკზლ
ბ გჰტკტცნმ ბდტჰცრჯქ ვფლჯყყს=
ჱჯ დცტ ვფყტჰს უჯდჯჰზნ
ხნჯ დს= ვფლფვ= ბპ ჵტცნფაჯყბ\
[შალვა ქართველიშვილის ალბომიდან]
[ 1. ]
აქ ჩემი სახე მეჩვენება ტორეადორად,
ტოლედოს ცირკსა რომ ანათებს ამაყად მდგომი,
ქვეყნის მოწყენა და ტირილი ჩამომაშორა,
სად არის ხალხი, მე მზადა ვარ დავიწყო ომი.
[ 2. ]
მე შემიყვარდა გაღიმება შენი ფარული
და მოყვარული მეოცნებე შენი თვალები,
იქ იმალება, რასაც ალბათ გრძნობენ ქალები,
ეტრფიალები და გამშვენებს ღიმი ფარული.
მწვავს სიხარული, როცა მესმის შენი `არული~,
მე შემიყვარდა მეოცნებე შენი თვალები
და გაღიმება მოყვარული და დაფარული.
მედეიას ლეკვი
თუ გინახავთ
დათვის ნეკი,
იმ სიგრძეა
ჩემი ლეკვი.
ჯერ ოთახში, შემდეგ ბაღში
დადის, დადის
კუდ აბზეკით.
ბუზს შეხედა, გაინაბა,
დამიხია ჩითის კაბა,
გულ მოსულმა გადაყლაპა
მზა მურაბა
ერთი კილო;
რა ლეკვია,
რა ლეკვია,
ლეკვია თუ ცირკის სპილო!
კედლის მღებავს
შეუყეფავს,
უკბენს კატას,
როცა ნებავს,
ახლა
დახრა
სკამის ფეხი,
არ მასვენებს ეს უკმეხი,
დაგაყარე თავზე მეხი.
და სულ ვდარდობ _ ამ ავყიამ
იქნებ სჭამა დუთმა ნესვი129,
იქნებ მამას დაუხია
გუშინ
დაწერილი
ლექსი.
ანდა კიდევ უკეთესი,
გადაყლაპა დიდი ნემსი.
ვერც სკოლაში დავისვენე,
ეს ჭინკა რომ გავიხსენე,
შინ მოველ და
მეცა ელდა,
თურმე ბზიკმა
დამიკბინა
ჩემი ფინა
პაწაწკინა,
ჩვენი ბაღის
იმ კუთხეში,
სადაც ცხოვრობს ლოკოკინა!
ვარ მთელი დღე მგლოვიარე,
ექიმები მოვიარე,
გამოვართვი აფთიაკარს
ეს მალამო თაფლის ფერი,
ვუცვლი წამალს, ვაჭმევ შაქარს,
არ აკლია არაფერი…
ოღონდ სიცხე გამონელდეს
და უყიდი ცისფერ ლენტებს,
ერთი ყელზე გამოვაბა,
ერთი ფეხზე გამოვაბა,
ერთი ყურზე გამოვაბა,
ერთი კუდზე გამოვაბა,
ქვეშ დაუგო ჩემი კაბა,
გავახურო დიდი ტაფა,
მოუდუღო ის მურაბა,
მას რომ უნდა… ისევ ჰქონდეს
დასახრავად სკამის ფეხი,
აღარც ვეტყვი არასოდეს
`დაგაყარე თავზე მეხი~.
1936
თინას ლექსი
გამოსასვლელი დღე არი,
უქმე დღე არი მზიანი,
ეზოში ერთი ხე არი,
მწვანედ გაუდის ბზრიალი.
ტოტები დაუღერია,
დაუფანტია ჩრდილები,
გარშემო დაიმღერიან
პატარა ქალიშვილები.
თორმეტი ამხანაგიდან
ერთი თინაა გართული,
ხის ქვეშ დაიდგა მაგიდა
სულ სხივებ გადახლართული.
ნეტა რას გაუტაცნია
ასეთის ციებ-ცხელებით,
ცისფერი კაბა აცვია,
ცისფერი ფეხსაცმელები.
ზეცას გახედა, ცის გარდა
ხეების ტოტებს გახედა,
პატარა ჩიტი ნისკარტა
ფოთლების ჭიშკარს აღებდა.
ფოთოლი მწვანე გროვიდან
მზეს ოქროებად დაეწვა,
ფოთოლი ძირს წამოვიდა
და მაგიდაზე დაეცა.
შეკრთა პატარა კალამი,
საწერად მიეჩქარება,
და ფიქრი დაუღალავი
ფურცელს მოედო პწკარებად.
თინამ იფიქრა, იგონა,
ქაღალდი სულ გადასერა,
და უცბად პირველ სტრიქონად
`ჩვენი სტალინი~ დასწერა:
`ჩვენი სტალინი~
ვინ არის, რომ სიმართლით
და სიმაგრით წინ არი,
სიხარულის სინათლით
ანთებული ვინ არი,
ვის სიტყვას შეჰხარიან
დაჩაგრული ერები;
ვის ქებაში არიან
ჩვენი პიონერები;
ვისაც დროშა წითელი ცამდე აქვს ატანილი,
ვაჟკაცობის მზიდველი, გმირთა გმირი სტალინი!
ჩვენი ქვეყნის კედელი
და სიმაგრე ვინ არი,
ერთგულისთვის კეთილი,
მტრისთვის გაუცინარი.
ვისთვის გაუფანტიათ
ახალი სიმღერები,
ვის სახეს შენატრიან
ჩვენი პიონერები;
ვისაც დროშა მართალი ცამდე აქვს ატანილი
და სამშობლოს სარდალი _ გმირთა გმირი სტალინი!
1936
ოთარ შოფერი
მოიყვანა მამამ ავტო,
უბენზინო და უნავთო;
გრძელი არის, ჭრელი არის,
საგზაო და სააღმართო.
უთხრა ოთარს: `ჩემო ოთარ!
აბა ახლა თუ ივარგე,
ეს მანქანა უნდა მორთო
და გაწმინდო, როგორც სარკე~.
ოთარს ძლიერ უხარია,
გაიძახის: `ეს რა ვნახე!~
ზამთარში რომ ბუხარია,
ისე ელავს მისი სახე.
სულ პატარა კარავში
გააკეთა გარაჟი,
და პატარა მანქანა
გარაჟში შეაქანა.
დაუწმინდა პედლები,
აქეთ-იქით არხია;
გაუკეთა ის თვლები,
ფარებს რომ ეძახიან,
ჩამოჰკიდა წინ და უკან
მეთორმეტე ნომერი…
აბა, დედა, ჩქარა `ნუგა~,
დაიღალა მშრომელი!
გამოვიდა ქუჩაში, დააჭირა პედალი
და გასრისა დედალი.
გამოვარდა მამალი,
ტირის,
ყვირის,
ყვირის,
ტირის
`სად ვიშოვო წამალი,
სად ვიშოვო იოდი,
სად ვიშოვო სახვევი?!
აქეთ რომ მოდიოდა,
იქით ვერ გადახვედი?~
გამოცვივდნენ ბავშვები,
ხმაურია ძლიერი,
აღარ არის საშველი,
მოდის მილიციელი…
მამალს მოდის ღვარ-ღვარად
ცრემლი შეუშრობელი…
აბა ოქმი, ოქმი ჩქარა!
რომელია შოფერი?
შეადგინეს დიდი ოქმი,
ჩაერივნენ ყველანი…
ოქმს დასჭირდა ერთი დოქი
იისფერი მელანი.
მერე ქათამს უქაქანეს,
ეძახოდნენ `აქში, აქში~,
დედალი კი გააქანეს
ჩვენი უბნის აფთიაქში.
დედლისათვის თურმე ფეხი
მოეტეხა ბოროტ პედალს;
მოიტანეს წმინდა ხერხი
და მოხერხეს ფეხი დედალს,
ასე მოხდა… ამის გარდა
ასეც მოხდა მკათათვეში:
სასამართლო გაიმართა
კოჭლი დედლის საქათმეში,
გაიმართა ლაპარაკი,
ლაპარაკი ლაპარაკზე,
მოითხოვეს აგარაკი:
`გაიგზავნოს აგარაკზე~.
დაადგინეს: `რადგან, რაკი
უვიცობა აღიარა,
დედლისათვის აგარაკი
აირჩიოს _ სხვა კი არა, _
ან კოჯორი, ან კიკეთი,
დაუმზადოს სუფთა ხრეში,
აურიოს ქერში ფეტვი
და აჭამოს სამჯერ დღეში~.
მიჰყავს ოთარს, აღარ იცდის,
დედალი და მისი ბუდე…
მე კი ოთარს შეცდომისთვის
ერთი კვირით გავებუტე…
1936