ყველა სანთლები აუნთიათ შუა დარბაზში, გამოწყობილან საზეიმოთ უცხო ასულნი. დღეს ბრუნდება შორე-თიდან ტურფა ზარნაში – ზარნაშის ხილვას მოელიან კრთომით ვაჟები. შავ ტანსაცმელზე ამოდიან თეთრი ვარდები, თეთრი ვარდები ზეიმისთვის მხოლოდ გაშლილნი. და ირევიან დიდ დარბაზში შავი ლანდები და მორთულობით ერთმანეთსა ემუქრებიან. არავის აქცევს ყურადღებას ნაზი ზარნაში, იგი არ ნატრობს არავის-თან განმარტოებას, და მიბნედილან იის ფერად მისი თვალები. ვარდები კრთიან გამზადებულ თაიგულებში, როცა ზარნაში სურნელობით თვითვე ზამბახობს, და იმის რხევას ქანდაკებულ რითმებით ამკობს მგოსანთა წყება შესანიშნავ ტანსაცმელებში.
* * *
დედოფლის ტუჩზე მოვიპარე საამო ღიმი; გული ჩემი ახალ გრძნობით ათასხმაურდა. და შეიმკო სინარნა-რით მეფის ნადიმი… ჩემი ფეხები თლილ ფეხებში აშინაურდა. ამ საღამოს მე ვარ თქვენი თანამხლებელი, და ნადიმზე მე ვადიდებ თქვენს ბრწყინვალებას, ყოველი ლექსი, ჩემი თითო საგალობელი, თქვენს დიდებას მხო-ლოდ სწირავს ქებათა ქებას…
ყველა სანთლები აუნთიათ შუა დარბაზში, გამოწყობილან საზეიმოთ უცხო ასულნი… ჩვენ ორი ვმეფობთ ამ ნადიმზე: მე და ზარნაში, და მოწვეულნი მოელიან ახალ ბრძანებას…