სანდრო შანშიაშვილს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 12.31.1916

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6587-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

სანდრო შანშიაშვილს

ძმაო სანდრო!

გილოცავ ახალ წელს ყოველივე კეთილის ნდომით.

რასაკვირველია, „საფირონს“ ჰნახავდი…

ახლა, მე 15-ამდე სოფელში დავრჩები და თუ რამე დასჭირდეს მანდ ლავრენტის, ან დაგეკითხოთ – განაგეთ… 1000 ლავრენტის მივეცი. კარგი იქნება, კიდე ბლომად დაგფანტოს. მიიტანოს ძმურ ნუგეშში და სხვ. აგრეთვე დამავიწყდა მეთქვა „განათლებისთვის“, რომ 50 ცალი გ. მუმლაძისთვის გამეგზავნა, 478 – ახალ კლუბთან, სვიმონას მივეცი, 400 -„განათლებას“ ძმურ ნუგეშში – 11. იქვე შეგხვთეს 15 – ლაღიძესთან, მეგაზეთეს – 20 და სულ ეს არის. ანგარიშებს გამისწორებენ, რო ჩამოვალ, წინ არაფერი არ მომცეს. კანტორა განათლებამ 30 მ. მომცა. სვიმონამ 15 მ.  ესე. მგონი, საქმე კარგად წავა, ძალიან თხოულობენ კრებულს.

იყავი კარგად და მშვიდობით.

შენი გოგლა ლეონიძე