ავტორი : გიორგი ლეონიძე
თარიღი : 1930
ადგილი : თბილისი
საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28894-9-ხ
გამოცემა :
მიმოწერა, პირადი წერილები
ძმაო შალვა!
ხომ იცი, რომ ჩაკეტილი ვმუშაობ და ვერ გამოვდივარ. ისიც იცი, რა სერიოზული დავალებაა. ამაღამ საბოლოო ვადაა. უკაპეიკოდ ვზივარ. იქნებ ამხანაგურად შეწუხდე და ახლა რამე გამიხერხო. რამდენიც გინდა იყოს. ან მაგ წიგნის, ან მნათობის ლექსების გონორარში.
შენი გოგლა