ნინო მაყაშვილ-ტაბიძეს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 08.09.1929

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28601-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

ნინო მაყაშვილ-ტაბიძეს

Анапа, Пушкинская 31. Нине Алекс. Табидзе.

ჩაქრი გოგო, ჩაქრი გოგო,

ჩაქრი გოგონიო!

როგორა ხარ, გენაცვალე, რა დაგემართა, რომ აქამდის ერთი ხმა არ ამოიღე. ფეფუცა ძალიან ნაწყენია შენზედ უწერილობით, შენი წერილი კი დღეს გადმომცა ტიციანმა. ნიტიკო როგორ არის? ჩემი გოგოები მუდამ შენს ხსენებაში არიან. უტრუხუნე გაივსო, როგორც ზღვა, მთელი დღე იგინება. ჩვენ ე. ი. მე + ტიციანი ამ ზაფხულს მეტად მოწყენილად ვატარებთ: რას ვიზამთ, 1ლ სექტემბრიდან ვაპირებთ ქობულეთში ვნახოთ. დღედღეზე ველით ჩემი რძლის მოლოგინებას. ნიტას და შენ გკოცნი ბევრს და ნუ დამივიწყებ შენს საწყალ გოგლა ლეონიძეს. ხვალიდან პატარძეულში ვიქნები.

მოიწერე სართიჭალა – პატარძეული. იყავი კარგად, ჩამოდი გაშავებული.