სოსო!
წინადადება შეიტანე ჩემს მაგიერ, რომ კომიტეტში (მე და პავლემ მოვილაპარაკეთ) არჩეულ იქმნეს ვაჭართა წარმომადგენელი მანდ მყოფი ირაკლი ბილანიშვილი, რომელმაც ერთად ერთმა დაარსა ორი სტიპენდია და მატერიალურად დიდი დახმარება აღმოუჩინა (ასი ლირა). ეს ჩემი და პავლეს სურვილია.
გ. ლეონიძე
იოსებ გრიშაშვილის მინაწერი: მივიღე ჩემი თავმჯდომარეობის დროს სეიფოლა იოსელიანის გამოსათხოვარი საღამო რომ იყო ჩვენს სასახლეში.
1923
იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი