ძმაო სანდრო!
სალამი! ამას წინედაც გამოგიგზავნე წერილი და ახლაც დეპეშის მაგივრად ვგზავნი ამ ბარათს:
ევგენი გეგეჭკორმა იკისრა „საფირონის“ მე-2 კრებულის გამოცემა და მთხოვა, რომ შენც ჰყოფილიყავ რედაქტორად. თუმცა დიდი კადნიერება ჩავიდინე და გაზეთებში უკვე გამოვამჟღავნე _ მე მგონია, არ გასჯავრდები. ეს უფრო საქმის სიყვარულით მომივიდა, რადგან დაგვიანება აღარ შეიძლებოდა. ასე, მაინცა და მაინც თუ გეწყინა და არ გესიამოვნა, სასწრაფოდ შემატყობინე. მე კი ძალიან მინდა, რომ ეს კრებულიც გამოვიდეს და როგორც ამბობდი: განაგრძელო მისი გამოცემა. პასუხს ველი და, რასაკვირველია, მასალასაც. მასალაში აუცილებლად უნდა იყოს შენი ლექსი…
თუ ჩამოხვალ მასალით ახლა და მასალასაც გადაათვალიერებ, მაგას რა ემჯობინება. თუ არა და გამოგიგზავნი… ასე _ კრებული იმავე სახით ამ თვის ბოლოში გამოვა და მე აშკარად ვერ ვიმოქმედებ, სანამ შენი პასუხი არ მომივა…
სრული იმედი მაქვს, კადნიერებად არ ჩამითვლი და ისევ შენი შემწეობით დავაგვირგვინებთ `საფირონის~ საქმეს.
შენი გ. ლეონიძე
ველი პასუხს! მე ისევ რედაქციაში ვმუშაობ.